მთავარისიახლეებიეკონომიკა,,რკინიგზა ჩემ დროს იქცა ზემომგებიან საწარმოდ. როგორ? არ ვიპარავდი და...

,,რკინიგზა ჩემ დროს იქცა ზემომგებიან საწარმოდ. როგორ? არ ვიპარავდი და არ ვაპარინებდი” – მიხეილ სააკაშვილი

Published on

,,რკინიგზა ჩემ დროს იქცა ზემომგებიან საწარმოდ და მისი კაპიტალიზაცია მილიარდ დოლარამდე გავზარდეთ.
 
როგორ? ისე რომ არ ვიპარავდი და არ ვაპარინებდი…ივანიშვილმა ჯერ კაპიტალიზაცია ათჯერ შეამცირა და ახლა ზარალზე დასვა-რატომ,იმიტომ რომ ის და მისი " საყვარელი დეიდაშვილი" ყველაფერს იპარავს. ამ დრამის შემდეგი აქტი იქნება აფხაზეთის მონაკვეთის გახსნა და ამას დაასაბუთებენ დანარჩენი რკინიგზის შემცირებული მონაცემებით.
 
სასწრაფოდ უნდა მოვაშოროთ ეს ხალხი მართვის სადავეებს''  ასეთ კომენტარს აკეთებს პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოს რკინიგზაზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით . – წერს მიხეილ სააკაშვილი 
 
 
კომენტარი ერთვის Forbes Georgia'' – ში გმოქვეყნებულ  სტატიას ,,საქართველოს რკინიგზამ გასული წელი 354.1 მლნ ლარის ზარალით დაასრულა'',
.
სახელმწიფო კომპანია საქართველოს რკინიგზამ წლის პირველ ნახევარში 198.5 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურპერიოდს 4.2 მლნ ლარით აღემატება. რკინიგზის შემოსავლების ყველაზე დიდი წილი ტვირთების გადაზიდვაზე მოდის, – ამ გზით რკინიგზამიანვარ-ივნისში 140.4 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, თუმცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთების გადაზიდვით მიღებულიშემოსავალი 11.5 მლნ ლარით შემცირდა. 32.6 მლნ ლარამდე გაიზარდა ლოგისტიკური სერვისებით მიღებული შემოსავალი, სამგზავრომომსახურებით მიღებულმა შემოსავალმა კი 9.4 მლნ ლარი შეადგინა. ვაგონების გაქირავებით რკინიგზამ წლის პირველ ნახევარში 12 მლნ ლარისშემოსავალი მიიღო.- წერს გამოცემა 
 
შემცირდა რკინიგზის მოგება და მან წლის პირველ ნახევარში 74.4 მლნ ლარი შეადგინა.
 
2017 წელი კი რკინიგზამ 354.1 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. რა გახდა ზარალის მიზეზი? – ამ კითხვით საქართველოს რკინიგზას მივმართეთ, თუმცა ამ ეტაპზე უწყებაში კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატაცაგარეიშვილი კი ვარაუდობს, რომ მსგავსი ზარალის მიზეზი, შესაძლოა, უხელტეხილზე მიმდინარე სამუშაოები გამხდარიყო, რომელსაც რკინიგზასაკუთარი ბიუჯეტიდან აფინანსებს.
 
"უღელტეხილზე დღეს მიმდინარე სამუშაოებს რკინიგზა თავისი სახსრებით აფინანსებს. საკმაოდ დიდი თანხებია მიმართული პროექტზე, რომელიცმოგებას ამცირებს. თუმცა, მსგავსი ზარალი რკინიგზას აქამდე არ ჰქონია. მხოლოდ ერთ ახსნას ვპოულობ: ეს არის უღელტეხილზე გვირაბისრეკონსტრუქციის სამუშაოები".
 
ამასთან, რკინიგზის შემოსავლებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ლარის კურსი, რადგან ტარიფების უმეტესობა დოლარშია დენომინირებული. რკინიგზა მენეჯერულ მიმოხილვაში აღნიშნავს, რომ გასულ წელს კურსთა შორის სხვაობით კომპანიამ 112.3 მლნ-ის დანაკარგი მიიღო.
 
გარდა ამისა, საქართველოს რკინიგზას უკავშირდება კიდევ ერთი მსხვილი პროექტი – თბილისის შემოვლითი რკინიგზა. თბილისის შემოვლითირკინიგზის მშენებლობაზე 2012 წლამდე 210 მილიონ დოლარამდე დაიხარჯა. პროექტი 2013 წელს დაკონსერვდა.
 
მთავრობის 2016 წლის 9 აგვისტოს განკარგულებით, პროექტის განხორციელების ფორმაზე საბოლოო გადაწყვეტილება ”საქართველოს რკინიგზას” განკარგულების ძალაში შესვლიდან ოთხ თვეში, მაქსიმუმ 2016 წლის 9 დეკემბერს უნდა მიეღო, თუმცა ხელისუფლებამ პროექტის განხორციელებისფორმაზე გადაწყვეტილების მისაღებად აღნიშნული ვადები ვერ გამოიყენა.
 
“პროექტის გაგრძელების ირგვლივ კვლავ მნიშვნელოვანი გაურკვევლობაა. მენეჯმენტი არ ელოდება, რომ პროექტი სამომავლოდ ეკონომიკურსარგებელს მოიტანს რკინიგზისთვის”, – ვკითხულობთ რკინიგზის წლიურ ფინანსურ აუდიტში.
 
2017 წელს საქართველოს რკინიგზამ 10,672,568 ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 1,209,166 ტონით, ანუ 10%-ით ნაკლებია. გასულ წელს განსაკუთრებით შემცირდა ტრანზიტული ტვირთების მოცულობა და თუკი 2016 წელს მათი რაოდენობა 6,183,037 ტონა იყო, გასულ წელს 4,976,434 ტონამდე შემცირდა.
 
თითქმის მილიონი ტონით შემცირდა რკინისა და მანგანუმის მადანის გადაზიდვის მაჩვენებელიც და 462,087 ტონა შეადგინა. გადაზიდული ფერადილითონის მადნების რაოდენობამ 507,335 ტონა შეადგინა, რაც თითქმის 13 000 ტონით გაზრდილი მაჩვენებელია.
 
გაზრდილია ქიმიური და მინერალური სასუქების გადაზიდვის მაჩვენებელი და მან წლიურად 565,912 ტონა შეადგინა. გასულ წელს საქართველოსრკინიგზამ 41,392 TEU კონტეინერი გადაზიდა.
 
 

სიახლეები

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....

საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული...

ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს, უნდა დაასრულონ ომი – ზელენსკი

ჩვენი პასუხები რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებასა და ჩვენს ქალაქებსა თუ თემებზე მიტანილ დარტყმებზე სრულიად...

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...