მთავარისიახლეებიპოლიტიკასად დაიკარგა ეკონომიკის მინისტრი?

სად დაიკარგა ეკონომიკის მინისტრი?

Published on

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია მთავრობის დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა. ეკონომიკის მინისტრის ნაცვლად სხდომაზე მისი ერთ-ერთი მოადგილე იმყოფებოდა. 
 
ქობულია უკვე ორი კვირაა საჯარო სივრცეში არ ჩანს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის შვებულებაშია. აღსანიშნავია, რომ ქობულია არ დასწრებია მინისტრთა კაბინეტის წევრების შეხვედრას არც გერმანიის კანცლერთან. ამ შეხვედრაზეც ეკონომიკის სამინისტროს ქობულიას მოადგილე წარმოადგენდა. 
 
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასთან დაკავშირებულ „საუბრებს საფუძველი არ აქვს“. 
 
ასე უპასუხა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ გადის ასე ხშირად გიორგი ქობულია შვებულებაში.
 
"ამ საუბრებს საფუძველი არ აქვს", – განაცხადა ბახტაძემ დღეს

სიახლეები

გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრებმა 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება...

ამაში ცუდი არაფერია – კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს

ივანიშვილის მერმა კახი კალაძემ, ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი...

3 წელში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია-პაპუაშვილი ფიშერზე

ალბათ, ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე. ის არც პრემიერმინისტრს, არც პრეზიდენტს...

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ასევე ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით...