მთავარისიახლეებიმსოფლიოევროკავშირში საცხოვრებლად ყველაზე ძვირი და იაფი ქვეყნები დასახელდა

ევროკავშირში საცხოვრებლად ყველაზე ძვირი და იაფი ქვეყნები დასახელდა

Published on

 Euronews-ის ცნობით, სტატისტიკურმა სააგენტო „ევროსტატმა“ გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთთა თანახმად ევროკავშირში საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქვეყნებია დანია და ლუქსემბურგი. აქ ფასები საკვებ პროდუქტებზე, საცხოვრებელზე, ჯანდაცვასა და განათლებაზე 40%-ით მეტია, ვიდრე საშუალოდ ევროპაში
 
 
დანია
 
 
ეს 2 ქვეყანა უსწრებს შვედეთს, ირლანდიას, ფინეთსა და დიდ ბრიტანეთს. 
 
ყველაზე იაფი ქვეყანა ბულგარეთი აღმოჩნდა, სადაც ფასები 56%-ით ნაკლებია, ვიდრე მთელ ევროკავშირში. რეიტინგში ბულგარეთან ერთად მოხვდნენ აგრეთვე რუმინეთი, პოლონეთი, უნგრეთი და ლიეტუვა.
 
ყველაზე მდიდარი ლუქსემბურგის მოსახლეობა აღმოჩნდა: ისინი თვეში მინიმუმ 2000 ევროს გამოიმუშავებენ.
 
 
ლუქსემბურგი 
 
ყველაზე დაბალი ანაზღაურება ბულგარეთსა და რუმინეთში აქვთ.
 
მარტში Economist Group-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის ლიდერი უკვე მეხუთე წელია სინგაპური ხდება. მეორე ადგილზეა პარიზი, მესამე კი ციურიხმა დაიკავა.
 
სინგაპური 
 
საცხოვრებლად ყველაზე იაფი ქალაქები დამასკო, კარაკასი და ალმათი გახდნენ.
 
დამასკო

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...