მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ფასადზე ჯონ მაკკეინის ფოტო დაკიდეს

საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ფასადზე ჯონ მაკკეინის ფოტო დაკიდეს

Published on

ამერიკისა და საქართველოს ეროვნული გმირის – ჯონ მაკკეინის ხსოვნის პატივსაცემად თბილისში, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ფასადზე მისი ფოტო დაკიდეს.
 
პარალელურად, ამერიკის საელჩოში გახსნილია სამძიმრის წიგნი, სადაც ამერიკელი ხალხის მიმართ სამძიმარი ქართველმა პოლიტიკოსებმა უკვე გამოხატეს
 
შეგახსენებთ, ჯონ მაკ კეინს საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი 2010 წელს გადაეცა ბათუმში. 
 
.„ყველა იმ ჯილდოთაგან, რომელიც მე მიმიღია მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, ეს „ეროვნული გმირის" ჯილდო იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი და მე მას გულში შევინახავ.
 
 
ეს დიდი ჯილდო გამოხატულებაა იმ დიდი მეგობრობისა ორ ლიდერს შორის, როგორებიც ვართ მე და მიხეილ სააკაშვილი".- განაცხადა  დაჯილდოების ცერემონიალზე ჯონ მაკკეინმა.
 
 
 
 

სიახლეები

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...

5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეიდან 12:00...

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...