მთავარისიახლეებიპოლიტიკაბათუმის საკრებულოს წევრი გამოდის წინადადებით, ლერმონტოვის ქუჩას ეწოდოს სენატორ ჯონ...

ბათუმის საკრებულოს წევრი გამოდის წინადადებით, ლერმონტოვის ქუჩას ეწოდოს სენატორ ჯონ მაკკეინის სახელი

Published on

თბილისში გარდაცვლილი ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის ხსოვნას პატივი მიაგეს. წუხელ  რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან სანთლები და ამერიკა-საქართველოს დროშები მიიტანეს. ადგილზე პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ. 
 
შეკრების ორგანიზატორი გაერთიანებული ოპოზიციაა. აქციის წევრების თქმით, სენატორი მაკკეინი ძლიერი პოლიტიკოსი და საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი იყო.
 
ოპოზიციური პარტიის წევრების თქმით, სენატორის გარდაცვალებით, საქართველომ ერთგული მეგობარი დაკარგა. ისინი ამბობენ, რომ ჯონ მაკკეინმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ჯონ მაკკეინმა საკვანძო როლი ითამაშა.
 
 
ბათუმის საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე ლერმონტოვის ქუჩის სახელწოდების შეცვლას და სენატორ ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭებას ითხოვს. 
 
 
როგორც მან "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, მაკკეინს საქართველო წინაშე უდიდესი დამსახურება აქვს და სწორედ მისი სახელი უნდა მიენიჭოს აღნიშნულ ქუჩას. 
 
"საჯაროდ გამოვდივარ წინადადებით, ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩას ეწოდოს სენატორ ჯონ მაკკეინის სახელი. რა დამსახურებაც აქვს ამ ადამიანს საქართველოს წინაშე ამაზე აღარ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას, ისედაც ყველასთვის ცხადია. ეს ჩემი პირადი პოზიციაა",- აცხადებს მირდატ ქამადაძე. 
 

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...