მთავარისიახლეებისაზოგადოება„ქართული ოცნების“ შტაბიდან დამირეკეს...ეს არის დისკრედიტაცია“- ზუგდიდის 67 საოლქო საარჩევნო კომისიის...

„ქართული ოცნების“ შტაბიდან დამირეკეს…ეს არის დისკრედიტაცია“- ზუგდიდის 67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

Published on

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არაიდენტიფიცირებული პირების მიერ საოლქო კომისიებში განხორციელებულ სატელეფონო კომუნიკაციაზე საუბრობს და ამგვარ ქმედებას საარჩევნო ადმინისტრაციასთან შეუთავსებლად მიიჩნევს. ცესკოს მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა რომ  უცხო პირების მიერ ხდებოდა საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების მიმართ შეტყობინების გადაცემა, თითქოს ისინი დაბარებულები იყვნენ შეხვედრებზე რეგიონის ახალ გუბერნატორებთან. სატელეფონო ზარი გუშინ განხორციელდა #67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთანაც. მირანდა მესხის თქმით, სატელეფონო ზარი განხორციელდა სახელისუფლებო პარტიის სახელის გამოყენებითაც, ვითომდა მათ მიერ „გადაგზავნილი“ საარჩევნო უბანში ასარჩევი პირების სიის მიღების დასადასტურებლად.მსგავსი შინაარსის სატელეფონო ზარები ცესკოს ინფორმაციით, დაფიქსირებულია გარდაბნის, მარნეულის, ზუგდიდის, თბილისის რამდენიმე საარჩევნო ოლქში და ა. შ. 
ცესკო მიმართავს დამოუკიდებელ დამკვირვებლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას, გააძლიერონ ძალისხმევა, დააკვირდნენ საარჩევნო ადმინისტრაციისა და სხვა ჩართული მხარეების საქმიანობას, აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო პროცესებში, რაც ხელს შეუწყობს გამჭვირვალე, უსაფრთხო და სანდო საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას
 

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...