მთავარისიახლეებისაზოგადოებაკონგოს ტერიტორიულ წყლებში გაუჩინარებული გემი, რომელზედაც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, ნაპოვნია

კონგოს ტერიტორიულ წყლებში გაუჩინარებული გემი, რომელზედაც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, ნაპოვნია

Published on

კონგოს ტერიტორიულ წყლებში გაუჩინარებული გემი, რომელზედაც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება,  ნაპოვნია. საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩაატარეს კოორდინირებული სამუშაო სხვადასხვა მიმართულებით და უზრუნველჰყვეს ყველა მხარის ჩართულობა მოძიების პროცესში. ამოქმედებული იქნა ყველა დარგობრივი და დიპლომატიური ბერკეტი, როგორც დასავლეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნები, ასევე საზღვაო და რეგიონული ორგანიზაციები”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
 
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი ინტენსიურ კონტაქტზე იმყოფებიან გემთმფლობელ კომპანიასთან, რათა ეკიპაჟი უზრუნველყოფილი იქნას პირველადი საჭიროებებით – სასმელი წყალი, საკვები და სხვა.
 
„შექმნილი სიტუაციის პირველი წუთებიდანვე სააგენტო აქტიურ კავშირზეა გემის დროშის სახელმწიფოსთან – პანამა, ასევე ნიგერიაში მოქმედ საზღვაო უშიშროების ჯგუფებთან, რომლებთან უშუალო კოორდინაციითაც ხორციელდება ღონისძიებები მეზღვაურების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
 
დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას და მედიას მიეწოდება მისიის სრულ ამოწურვამდე, როდესაც გემი შევა უსაფრთხო წყლებში”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 
 
 
სააგენტო აფრიკან ნიუსის ინფორმაციით პანამის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი ცენტრალური აფრიკის საზღვაო უსაფრთხოების ცენტრის წარმომადგენლებმა პორტიდან 26 საზღვაო მილის დაშორებით გაბონის სანაპიროსთან იპოვეს.
 
ნავთობის ტანკერს 7 000 ტონა საწვავი გადაჰქონდა და მის ბორტზე ეკიპაჟის 19 წევრი იმყოფებოდა.
 
კომპანიის წარმომადგენლები ფაქტთან დაკავშირებით  კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.
 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...