მთავარისიახლეებისაზოგადოებაკონგოს ტერიტორიულ წყლებში გაუჩინარებული გემი, რომელზედაც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, ნაპოვნია

კონგოს ტერიტორიულ წყლებში გაუჩინარებული გემი, რომელზედაც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, ნაპოვნია

Published on

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონგოს ტერიტორიულ წყლებში 7 დღის წინ გაუჩინარებული გემი PANTELENA დაფიქსირდა, გემზე მყოფ 17 ქართველი მეზღვაურის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას კი საფრთხე არ ემუქრება. 
 
მათივე ინფორმაციით, ამ დროისათვის გემი ლომეს პორტში (ტოგოს რესპუბლიკა) მიემართება. 
 
„საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩაატარეს კოორდინირებული სამუშაო სხვადასხვა მიმართულებით და უზრუნველჰყვეს ყველა მხარის ჩართულობა მოძიების პროცესში. ამოქმედებული იქნა ყველა დარგობრივი და დიპლომატიური ბერკეტი, როგორც დასავლეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნები, ასევე საზღვაო და რეგიონული ორგანიზაციები”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
 
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი ინტენსიურ კონტაქტზე იმყოფებიან გემთმფლობელ კომპანიასთან, რათა ეკიპაჟი უზრუნველყოფილი იქნას პირველადი საჭიროებებით – სასმელი წყალი, საკვები და სხვა.
 
„შექმნილი სიტუაციის პირველი წუთებიდანვე სააგენტო აქტიურ კავშირზეა გემის დროშის სახელმწიფოსთან – პანამა, ასევე ნიგერიაში მოქმედ საზღვაო უშიშროების ჯგუფებთან, რომლებთან უშუალო კოორდინაციითაც ხორციელდება ღონისძიებები მეზღვაურების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
 
დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას და მედიას მიეწოდება მისიის სრულ ამოწურვამდე, როდესაც გემი შევა უსაფრთხო წყლებში”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 
 
 
სააგენტო აფრიკან ნიუსის ინფორმაციით პანამის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი ცენტრალური აფრიკის საზღვაო უსაფრთხოების ცენტრის წარმომადგენლებმა პორტიდან 26 საზღვაო მილის დაშორებით გაბონის სანაპიროსთან იპოვეს.
 
ნავთობის ტანკერს 7 000 ტონა საწვავი გადაჰქონდა და მის ბორტზე ეკიპაჟის 19 წევრი იმყოფებოდა.
 
კომპანიის წარმომადგენლები ფაქტთან დაკავშირებით  კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...