მთავარისიახლეებიპოლიტიკაახალგაზრდების ბრძოლა ოკუპაციიის წინააღმდეგ მერკელთან შეხვედრაზე და ბათუმის ქუჩებში

ახალგაზრდების ბრძოლა ოკუპაციიის წინააღმდეგ მერკელთან შეხვედრაზე და ბათუმის ქუჩებში

Published on

"გერმანიის კანცლერთან იმ საკითხების მკაფიო კომუნიკაცია რასაც სამთავრობო სტრუქტურები ხშირად ვერ ახერხებენ თსუ სტუდენტებთან ერთმა შეხვედრამ მოაგვარა… ამ შეხვედრაზე ისიც გამოჩნდა რომ გერმანიის კანცლერი იმაზე მეტად ინფორმირებულია საქართველოს პრობლემებზე, ვიდრე ბევრი ჩვენი ჩინოვნიკი..""კონსტანტინე შუბითიძე! სტუდენტი, რომლემაც დღეს მთელი საქართველოს სათქმელი თქვა, აი, როგორი მნიშვნელოვანია სწორად დასმული კითხვა" – ასეთი გამოხმაურება მოყვა ხალხში გუშინ უნივერსიტეტის სტუდენტის წარმატებულ მცდელობას მიეღწია რუსეთის ოკუპანტად აღიარებისათვის  მერკელის პირით.
 
 
  
,, ტერ­მინ "ოკუ­პა­ცი­ას­თან" რამე პრობ­ლე­მა არის, თუ რა­ტომ არ იყე­ნებთ? რა­ტომ არ აფა­სებთ ცხინ­ვალ­სა და აფხა­ზეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს რო­გორც ოკუ­პა­ცი­ას? – ასე მი­მარ­თა თსუ-ში გამართულ შეხვედრაზე ახალგაზრდა კონ­სტან­ტი­ნე შუ­ბი­თი­ძემ გერ­მა­ნი­ის კან­ცლერს, ან­გე­ლა მერ­კელს თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­თან შეხ­ვედ­რი­სას.
 
"კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მის დროს ორი დღეა უკვე იყე­ნებთ შე­ფა­სე­ბას – "უსა­მარ­თლო მდგო­მა­რე­ო­ბას", არ იყე­ნებთ სი­ტყვა "ოკუ­პა­ცი­ას". ტერ­მინ "ოკუ­პა­ცი­ას­თან" რამე პრობ­ლე­მა არის თუ რა­ტომ არ იყე­ნებთ? რა­ტომ არ აფა­სებთ ცხინ­ვალ­სა და აფხა­ზეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს რო­გორც "ოკუ­პა­ცი­ას"?, – იკი­თხა კონ­სტან­ტი­ნე შუ­ბი­თი­ძემ.
 
ამ შე­კი­თხვა­ზე გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა უპა­სუ­ხა: "თქვენ მე­კი­თხე­ბით, მე ვა­ფა­სებ თუ არაოკუ­პა­ცი­ად? დიახ, ეს არის ოკუ­პა­ცია, ეს არის და­კა­ვე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია – 20%.  ეს რჩე­ბა უხეშ უსა­მარ­თლო­ბად", – გა­ნა­ცხა­და მერ­კელ­მა.
 
 
ახალგაზრდებმა, მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ წევრებმა  თავიანთი სათქმელი თქვეს გუშინ ბათუმშიც. მათ  რუსთაველის ქუჩა მავთულხლართით გადაკეტეს და  პროტესტის ამ ფორმით ქალაქის სტუმრებს შეახსენეს, რომ საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია.
 
მოძრაობის წევრებმა დილით ერას მოედანზე  და .ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე დიდი ბანერი და პლაკატებიც გააკრეს.
 
ბრძოლა ყველგან და ყველა დონეზე! – ახალგაზრდების ამ სულისკვეთების ფონზე  მნიშვნელობა აღარა აქვს, არც იმას, რას  ლუღლუღებს ჩვენი უმწეო ხელისუფლება (მით უფრო, რომ  დიდი დრო არ დარჩენია) ,  და არც იმას, რომ პოლიციის თანამშრომლებმა პლაკატები ჩამოხსნეს და მავთულხლართები  აიღეს.  
 
რუსეთი ოკუპანტია და არის საქართველოში ძალა, რომელიც ამას არასოდეს შეეგუება .  ეს ძალა ახალგაზრდობაა. მთავარი ეს არის. 
 

სიახლეები

სტუდენტი გოგონების დაკავების გამო მათი უნვერსიტეტელები ორშაბათიდან გაფიცვას იწყებენ

სტუდენტი გოგონების დაკავებამ ქვეყანაში დაწყებული უწყვეტი პროტესტი ახალ საფეხურზე გადაიყვანა - ლიკა ლორთქიფანიძისა და...

FARA ძალაში დღეიდან შედის – ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება

"ოცნების" FARA ძალაში დღეიდან შედის -კანონის მიხედვით, FARA-ს ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება,...

ნიკა მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა

ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. ამ წუთებში...

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით-ნიკა მელია

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით... ნუ გწყინთ, რომ მოსამართლეს ვერ გიწოდებთ -...