მთავარისიახლეებიპოლიტიკამხარს ვუჭერ საქართველოს ევროპულ ამბიციებს... მაგრამ ევროპული მხრიდან ნაჩქარევ დაპირებებს ვერ მოგცემთ-...

მხარს ვუჭერ საქართველოს ევროპულ ამბიციებს… მაგრამ ევროპული მხრიდან ნაჩქარევ დაპირებებს ვერ მოგცემთ- მერკელი

Published on

"მე ძალიან მიხარია და მხარს ვუჭერ საქართველოს ევროპულ ამბიციებს… მაგრამ ევროპული მხრიდან ნაჩქარევ დაპირებებს ვერ მოგცემთ," – ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე ერთ-ერთი სტუდენტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა. 
 
სტუდენტის კითხვა ეხებოდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას და იმას, თუ პირადად ანგელა მერკელს რა პოზიცია აქვს ამაზე.   
 
გერმანიის კანცლერმა კი აღნიშნა, რომ ის მიესალმება "საქართველოს ევროპულ ამბიციას", თუმცა, მიიჩნევს, რომ ეს ახლო პერსპექტივა არ არის.    
 
"ევროპული მხრიდან ნაჩქარევ დაპირებებს ვერ მოგცემთ. კანდიდატი უნდა ასრულებდეს წინაპირობებს და მეორე, ევროკავშირს უნდა შესწევდეს უნარი ახალი ქვეყნების მიღებისთვის," – განაცხადა მერკელმა და დასძინა, რომ ახლა დღის წესრიგში ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანების საკითხი დგას ამ ეტაპზე საქართველოსთან დაკავშირებით მხოლოდ საუბარი შეიძლება.  
 
"ძალიან ქმედითი და მოქმედი სტრუქტურა უნდა არსებობდეს, როგორ შეიძლება პოლიტიკის კორდინირებულად აწყობა, განსაკუთრებით ევროპული უსაფრთხოების სივრცისთვის… საქართველო და უკრაინა იქნება შემდეგი რგოლი, მათი ევროპული პერსპექტივიდან გამომდინარე. ჯერჯერობით არ არის საუბარი გაწევრიანებაზე. ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა მივიდეთ უბრალოდ საუბარზე, რომ ვისაუბროთ გაწევრიანებაზე. მე ვერ ვიტყვი, რომ 5 წელიწადში ეს პროცესი დასრულდება. თუმცა, ჩემი ვიზიტის მიზანი ამაზე გახსნილად საუბარიც არის," – განაცხადა ანგელა მერკელმა. 

სიახლეები

მოსამართლემ ბაია მარგიშვილი 14 დღით პატიმრობაში გაუშვა

სამოქალაქო აქტივისტს ბაია მარგიშვილს სასამართლომ 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვაიდ ცეკვავამ...

ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით – ყაველაშვილი კრიტიკულ მედიას ემუქრება

"ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით" - უთხრა დღეს თელავში ჩასულმა "ოცნების" მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტს,...

მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა –...

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...