მთავარისიახლეებიპოლიტიკამე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია. ეს არის ოკუპირებული ტერიტორია- ანგელა მერკელი

მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია. ეს არის ოკუპირებული ტერიტორია- ანგელა მერკელი

Published on

"მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია. ეს არის ოკუპირებული ტერიტორია. ჩემი პასუხი არის ის, რომ ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ეს რჩება უდიდეს და უხეშ უსამართლობად," – ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, დღეს თსუ-ში ჟურნალისტებთან გამართული  შეხვედრისას ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. სტუდენტმა მას მიმართა, რომ გუშინ მან რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას უწოდა "დიდი უსამართლობა", მაგრამ არც ერთხელ არ უხსენებია სიტყვა "ოკუპაცია". ანგელა მერკელმა კი მას კითხვა არ დაამთავრებინა და განაცხადა, "მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია. ეს არის ოკუპირებული ტერიტორია. ჩემი პასუხი არის ის, რომ ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ეს რჩება უდიდეს და უხეშ უსამართლობად". მის ამ განცხადებაზე კი დარბაზში ტაში დაუკრეს.       
"გუშინ მე ვსაუბრობდი უკრაინულ საზღვრებზე და აპრიორი მოიაზრება საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი," – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებმა გლდანის ციხე დატოვეს

4 ოქტომბრის დიდი შეკრების საქმეზე დაკავებულები პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ - რამდენიმე მსჯავრდებულმა...

ეკა კუპატაძე: გიგა ავალიანის მკვლელობა იმდენად საშიშია, თუ ვინმე დასუჯელობით წახალისდება, ხმალამოღებული გაწყვეტენ ხალხს

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე საქალაქო სასამართლოში ესწრება პროცესს და სადაც ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ...

Reuters: უკრაინაში Starshield-ის შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან გაიცა

უკრაინის სამხედროებისთვის განკუთვნილი სატელიტური სისტემის, Starshield-ის, შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან გაიცა, — ამის შესახებ...

ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა რეფორმები უნდა გააგრძელონ, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის მიმართულებით, — ამის შესახებ...