მთავარისიახლეებიპოლიტიკა"გერმანია მხარს გიჭერთ, სწორედ ამიტომ ვარ აქ"- ანგელა მერკელი

“გერმანია მხარს გიჭერთ, სწორედ ამიტომ ვარ აქ”- ანგელა მერკელი

Published on

 
რა თქმა უნდა, გერმანია მხარს გიჭერთ და მხარს დაგიჭერთ. სწორედ ამიტომ ვარ აქ!, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
 
მერკელმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამას თბილისში მისი ვიზიტიც ხელს შეუწყობს. 
 
„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში“ არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, ასევე არის ასოცირების შესახებ შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება, გაფართოება, გამსხვილება… ჯერჯერობით, ჩვენ იმ ინსტრუმენტების გამსხვილება-გაფართოებაზე ვმუშაობთ, რაც არსებობს და ჩემი ვიზიტი ხელს უწყობს, მაგალითად, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. მე ვფიქრობ, ერთი ნაბიჯი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ორივესთვის, ეს არის ვიზალიბერალიზაცია, ის ასპექტები, ის მონაპოვარი, რაც ჩვენ გვაქვს. მე კიდევ უფრო გაღრმავებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყნებს ორმხრივი ურთიერთობებისა“, – განაცხადა მერკელმა.

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...