მთავარისიახლეებიპოლიტიკატატუნაშვილების ოჯახს რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში სარჩელი შეაქვს

ტატუნაშვილების ოჯახს რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში სარჩელი შეაქვს

Published on

არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობიდან ზუსტად 6 თვის თავზე ტატუნაშვილების ოჯახს რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში სარჩელი შეაქვს.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დღეს გასაგზავნ დოკუმენტებს შორის მთავარი მტკიცებულება წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის – ემპათიას მიერ მომზადებული დასკვნა იქნება.
მასში დასაბუთებულია, რომ 34 წლის ახალგაზრდა წამების შედეგად დაიღუპა. სარჩელში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთდროულად რამდენიმე კონვენციის დარღვევაზეა ყურადღება გამახვილებული, რომელზეც პასუხი რუსეთმა უნდა აგოს.ტატუნაშვილების ოჯახი იმედოვნებს, რომ მკვლელები საბოლოოდ დაისჯებიან.  სტრასბურში დოკუმენტების გადაგზავნამდე ტატუნაშვილების ოჯახის ადვოკატი და ემპათიას წარმომადგენლები მედიისთვის ბრიფინგს გამართავენ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...