მთავარისიახლეებისაზოგადოებამალხაზ მაჩალიკაშვილი - სოსო გოგაშვილის გადადგომა არაფერს ნიშნავს, ის უნდა დაისაჯოს

მალხაზ მაჩალიკაშვილი – სოსო გოგაშვილის გადადგომა არაფერს ნიშნავს, ის უნდა დაისაჯოს

Published on

სოსო გოგაშვილის გადადგომა არაფერს ნიშნავს, ის უნდა დაისაჯოს, – ამის შესახებ პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-ის უფროსის მოადგილის, სოსო გოგაშვილის გადადგომის საკითხის კომენტირებისას განაცხადა. 
მაჩალიკაშვილის თქმით, უნდა დაისაჯოს ასევე სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური. "გადადგომა არაფერს ნიშნავს. სოსო გოგაშვილი უნდა დაისაჯოს. ასევე უნდა დაისაჯოს გომელაური. მათ აქვთ ჩადენილი საუკუნის დანაშაული. ამას ამბობს მთელი მსოფლიო. პანკისში ჩატარდა ტერაქტი და ამას წინ მიუძღოდა სოსო გოგაშვილი. მას პირდაპირი კავშირი ჰქონდა ასევე სტრასბურგში ჩაშლილ ჩვენს ვიზიტთან დაკავშირებით", – აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.

სიახლეები

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად და ტყვეების დასახმარებლად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს....

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...