მთავარისიახლეებისაზოგადოებაბიძინა ივანიშვილს კოჭი ალჩუზე დაუჯდა - მისგან ევკალიპტის გადარჩენის მცდელობა ჩაიშალა

ბიძინა ივანიშვილს კოჭი ალჩუზე დაუჯდა – მისგან ევკალიპტის გადარჩენის მცდელობა ჩაიშალა

Published on

მწვანე კონცხიდან ევკალიპტის ხის გადატანის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ „დმანისის გადარჩენის ფონდთან“ კონტრაქტი ცალმხრივად გაწყვიტა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, შესაბამისი მიმართვის საპასუხოდ განუცხადეს. მათივე განმარტებით, ამის მიზეზი აუქციონში გამარჯვებულის მიერ ელექტრონული აუქციონის პირობების დარღვევა გახდა. 
 
„2018 წლის მარტის თვეში სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს’’ მიერ ევკალიპტის ჯიშის ხის პრივატიზების მიზნით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ფიზიკურმა პირმა, დადგენილ ვადაში გადაიხადა ქონების სრული საპრივატიზებო საფასური.
 
 
იმის გათვალისწინებით, რომ აუქციონში გამარჯვებულმა დაარღვია ელექტრონული აუქციონის პირობები, რაც დაკავშირებული იყო ევკალიპტის ჯიშის ხის ადგილიდან გატანასთან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტო ცალმხრივად გავიდა ხელშეკრულებიდან. ამ ეტაპზე ევკალიპტის ჯიშის ხის სხვა ტერიტორიაზე გადატანა არ განხორციელებულა“, – განაცხადეს უწყებაში. 
 
მათივე განმარტებით, დღეის მდგომარეობით არ არის გადაწყვეტილი, გამოცხადდება თუ არა აღნიშნული ხის მწვანე კონცხიდან სხვა ტერიტორიაზე გადატანის მიზნით ხელახალი აუქციონი.
 
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ აუქციონის წესით გატანილი ევკალიპტის ხე, რომლის საწყისი ფასიც 7000 ლარს შეადგენდა, 27 მარტს 20 020 ლარად გაიყიდა. აუქციონში „დმანისის გადარჩენის ფონდმა“ გაიმარჯვა. აღნიშნული ფონდი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფებისგანაა შექმნილი. როგორც ფონდში აცხადებდნენ, აუქციონში მონაწილეობის მიზანი ასწლოვანი ხის გადარჩენა იყო, რათა ის სხვა ადგილზე არ გადაეტანათ.

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...