მთავარისიახლეებიეკონომიკასტიქიით დაზარალებული მუნიციპალიტეტებისთვის 4 მილიონ 800 ათასი ლარი გამოიყო. სამეგრელოსა და სვანეთს...

სტიქიით დაზარალებული მუნიციპალიტეტებისთვის 4 მილიონ 800 ათასი ლარი გამოიყო. სამეგრელოსა და სვანეთს ეს ჯერ არ ეხება

Published on

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომლის მიხედვითაც სტიქიით დაზარალებული მუნიციპალიტეტებისთვის 4 მილიონ 800 ათასი ლარი გამოიყო. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა განაცხადა. 
 
„დღეს მთავრობის სხდომაზე განხილული იყო და გამოიყო 4 მილიონ 800 ათასი ლარი იმ მუნიციპალიტეტებისთვის, რომლებიც სტიქიამ დააზარალა. ეს არის დუშეთი, ცაგერი, ლენტეხი, მცხეთა, ლამნჩხუთი, თიანეთი. დუშეთისთვის, ცაგერისთვის და ლენტეხისთვის თითო მილიონი, მცხეთა 800 ათასი, ლანჩხუთისთვის 600 ათასი, თიანეთი 400 ათასი“, – განაცხადა სუბარმა. 
 
მისივე თქმით, ასევე მიმდინარეობს ბოლო პერიოდში სხვადასხვა რაიონში სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა. 
 
„ეს არის სტიქიები სამეგრელოში, მარტვილის რაიონში, სენაკის რაიონში და სტიქია ჭუბერში. ყველგან არის პირველადი დიდი სამუშაოები გაკეთებული, მდინარის კალაპოტში მოქცევა, დროებითი ხიდები, მაგრამ მიდის დათვლა თუ რა შეიძლება ბიუჯეტს დაუჯდეს ზარალის ანაზღაურება“,- განაცხადა სუბარმა.
 

სიახლეები

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით...

დედას, რომელმაც ბათუმის სამშობიაროში ახალშობილი მოკლა, 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სასამართლომ დედა დამნაშვედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა....

ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ, რა დროსაც...

მოკლული მასწავლებლის საქმეზე ორი არასრულწლოვანი გოგო დააკავეს

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, დაკავებისას შეუძლოდ...