მთავარისიახლეებიმსოფლიობოლო მონაცემებით, გუშინ გენუაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა

ბოლო მონაცემებით, გუშინ გენუაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა

Published on

ქალაქ გენუას პრეფექტურის ბოლო მონაცემებით, გუშინ ხიდის ჩამონგრევის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი იყო 31 ადამიანზე, მათ შორის 3 ბავშვზე. 
 
ინციდენტის ადგილზე ამ დროისთვის 400 მაშველი მუშაობს. ნანგრევებიდან 16 ადამიანი უკვე გამოიყვანეს, რომლებიც ჰოსპიტალიზირებულნი არიან.
 
გენუას პრეფექტურის ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.   ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ამ წუთებშიც ეძებენ.
 
 
 
 
შეგახსენებთ, ჩამოინგრა ხიდის ერთი ნაწილი,  რომლის სიგრძე 200 მეტრს შეადგენს,  და ასი მეტრის სიმაღლიდან დაეცა ავტომაგისტრალსა და მასზე მოძრავ ავტომობილებს.  
 
 
 
ცივილიზებულ ქვეყნებში ხიდის ჩამონგრევით არ კვდებიან, – განაცხადაიტალიის ტრანსპორტის მინისტრმა დანილო ტონინელიმ . მისი თქმით, Autostrade per l'Italia-ს ხელმძღვანელობამ, რომელსაც იტალიში საავტომობილო გზების მართვა და ექსპლუატაცია აკისრია, თავისი ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც უნდა გადადგეს.
 
„ცივილიზებულ ქვეყნებში ხიდის ჩამონგრევით არ კვდებიან. ის, ვინც დამნაშავეა ამ ტრაგედიაში, დაისჯება. ჩვენ დიდ ფულს ვუხდით კომპანიებს, რომლებიც ჩვენს მაგისტრალებს მართავენ, ხოლო ისინი კი სასაცილო თანხებს იხდიან ლიცენზიისთვის. ისინი მილიარდებს შოულობენ და გადასახადის სახით მხოლოდ რამდენიმე მილიონს იხდიან და თავიანთ ვალდებულებებსაც კი არ ასრულებენ“, – დაწერა იტალიის ტრანსპორტის მინისტრმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
 
 
ოფიციალური ინფორმაცია ხიდის ჩანგრევის მიზეზების შესახებ, ამ დრომდე არ გავრცელებულა, თუმცა უკვე გაჩნდა სხვადასხვა ვარაუდები. ერთ-ერთი ვერსიით საყრდენმა კონსტრუქციამ დროს ვერ გაუძლო ( ვიადუკ მორანდის ხიდიაგებულია 50 წლის წინათ), მისი მდგომარეობა კარგა ხანია იტალიურ მედიაში გამოთქმული შიშების საფუძველი იყო, მაგრამ  ამ პრობლემას ხელისუფლებამ დროზე ვერმიხედა.  სხვა ვერსიით წყალმა გამორეცხა საყრდენი ბოძების საძირკველი. არის საუბრები ტერორისტულ აქტზე და მეხის დაცემაზეც კი.
 
 
 

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...