მთავარისიახლეებიპოლიტიკა"სალომე ზურაბიშვილი ჭკვიანი ლიდერია"- გიორგი კალანდია მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს

“სალომე ზურაბიშვილი ჭკვიანი ლიდერია”- გიორგი კალანდია მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს

Published on

მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილს, რადგან ის ევროპული ტიპის ლიდერია, – ამის შესახებ ისტორიკოსმა, გიორგი კალანდიამ აღნიშნა.
 
როგორც გიორგი კალანდიამ აღნიშნა, საქართველოს სწორედ ევროპული მომავალი სჭირდება.
 
„მე მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილს, რადგან ის ევროპული ტიპის ლიდერია. საქართველოს სწორედ ევროპული მომავალი სჭირდება. ხშირად წამოიჭრება რუსეთის თემა, მაგრამ ვიტყვი იმასაც, რომ რუსეთს აქვს იარაღი, მაგრამ არ აქვს ჭკუა. ჩვენ შეიძლება მოვერიოთ ჭკვიანი ლიდერებით. სალომე ზურაბიშვილი არის სწორედ ასეთი ჭკვიანი ლიდერი და ამიტომ ვუჭერ მხარს”, – განაცხადა გიორგი კალანდიამ.
 
დეპუტატმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების მიზნით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დღეს ოფიციალურად მიმართა. ცესკო-ში სალომე ზურაბიშვილი საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად მივიდა და შესაბამისი განცხადება შეიტანა. საინიციატივო ჯგუფში 12 პირი შედის, მათ შორის არიან: რეჟისორი თემურ ბაბლუანი, ისტორიკოსი გიორგი კალანდია და მოდელი თაკო ჩხეიძე.

სიახლეები

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...

აშშ-ში ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას მედიის დაშვების

აშშ-ში ფედერალურმა მოსამართლემ, ტიმოთი კელიმ, ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, დაუყოვნებლივ აღადგინოს „სიენენის“, MS NOW-ისა და...

ფსევდორელოგიური ფუნდამენტალისტური სექტა – პაპუაშვილი აქციის მონაწილეებს

პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ - ხალხს, რომელიც უკვე თითქმის ორი წელია ქუჩაში დგაგან, შალვა პაპუაშვილმა...