ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო – რეზოლუცია 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 86-მა ევროპარლამენტარმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. „მოუწოდებს ევროკავშირს შეინარჩუნოს კოორდინირებული პასუხი და კიდევ ერთხელ მოითხოვს მიზნობრივი სანქციებისა და სავიზო აკრძალვების დაწესებას ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და სხვა მაღალჩინოსნების, ასევე მოსამართლეების, პროკურორებისა და სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური პირების წინააღმდეგ“ [IPN] – წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძისა და პაატა მანჯგალაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს. მოითხოვს როგორც მათი, ისე ყველა პოლიტპატიმრისა და უკანონოდ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, მათი პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად“. რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი „მოუწოდებს საქართველოს თვითდანიშნულ ხელისუფლებას, სრულად სცეს პატივი სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოს ბურჭულაძის წვდომა სათანადო სამედიცინო და იურიდიულ მომსახურებაზე, ასევე, უზრუნველყოს ოჯახთან მისი რეგულარული კონტაქტი. ასევე, მოითხოვს ბურჭულაძისთვის შეუფერხებელი საკონსულო წვდომის უფლების სრულ პატივისცემას“.ევროპარლამენტი „მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ხელოვანების, ოპოზიციური ფიგურების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნა და სასამართლო შევიწროება, უზრუნველყოს გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების სრული თავისუფლება“. ასევე, ევროპარლამენტარები „დემონსტრანტების მიმართ ძალის გადამეტების, დაშინებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებების დამოუკიდებელ გამოძიებასა და პასუხისმგებელი პირების კანონის შესაბამისად პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ“.ევროპარლამენტი აღნიშნული რეზოლუციით „კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ და ხაზს უსვამს, რომ კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ნებისმიერი სახის პროგრესისთვის აუცილებელია“.
ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
სიახლეები
საზოგადოება
ლაილაშში მთიდან მოწყვეტილმა მიწის მასამ 4 საცხოვრებელი სახლი დაანგრია
„ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში, 2026 წლის 26 ნოემბერს, ღამის საათებში მეწყრული პროცესი განვითარდა, რის...
სიახლეები
თეიმურაზ კუპატაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, შალვა თადუმაძე კი მინისტრის მოადგილის თანამდებობას ტოვებს
შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა.
შსს-ს ცნობით, თეიმურაზ კუპატაძე...
სიახლეები
ირაკლი ფირცხალავამ, 12-წლიანი პატიმრობის შემდეგ, საპატიმრო დატოვა
კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ 12-წლიანი პატიმრობის შემდეგ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ინფორმაცია ტაბულას...
სიახლეები
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა გაიმართება
ევროპარლამენტში დღეს რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა გაიმართება, სახელწოდებით: „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული...