მთავარისიახლეებისაზოგადოებაესპანეთში კონცერტის დროს ხის კონსტრუქცია ჩამოიშალა, დაშავებულია 266 ადამიანი

ესპანეთში კონცერტის დროს ხის კონსტრუქცია ჩამოიშალა, დაშავებულია 266 ადამიანი

Published on

ესპანეთში, ქალაქ ვიგოში კონცერტის დროს ხის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად დაახლოებით 266  ადამიანი დაშავდა.
 
ესპანური მედიის ინფორმაციით, ინციდენტი გუშინ საღამოს, O Marisquiño-ს ფესტივალის ფარგლებში ერთ-ერთი კონცერტის დროს მოხდა. მუსიკოსეის მოსასმენად აქ რამდენიმე ათასი ადამიანი მივიდა. 
ხის კონსტრუქციამ ხალხის მასას ვერ გაუძლო და ჩაინგრა, რის შედეგადაც მაყურებელთა დიდი ნაწილი ზღვაში აღმოჩნდა. 
 
 
დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა. 
 
 ეს სასცენო კონსტრუქციის ჩამონგრევის მეორე შემთხვევაა  ივლისის შემდეგ. პირველი შემთხვევა მოხდა ვარშავაში, ბიონსეს კონცერტზე, მაშინ მომღერალი ფაქტობრივად  კონსტრუქციის ნანგრევების ტყვეობაში აღმოჩნდა და ძლივს გამოიხსნეს სახანძრო კიბის მეშვეობით.
 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...