მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,დღეს სასამართლო "კოზა ნოსტრას" პრინციპით იმართება და ამაში ლომის წილი თეა წულუკიანს...

,,დღეს სასამართლო “კოზა ნოსტრას” პრინციპით იმართება და ამაში ლომის წილი თეა წულუკიანს უძევს” – აცხადებს უფლებადამცველი ლია მუხაშავრია

Published on

"დღეს სასამართლო "კოზა ნოსტრას" პრინციპით იმართება".-აცხადებს უფლებადამცველი ლია მუხაშავრია. 
 
"სასამართლო სისტემაში წლების წინ ჩაბუდებული კლანი კიდევ უფრო გაძლიერდა და ამაში ლომის წილი თეა წულუკიანს უძევს. ის იმდენად გათავხედდა, რომ არც მალავს საკუთარ დამოკიდებულებას როგორც მურუსიძის, ისე ჩინჩალაძის მიმართ"
 
დარწმუნებული ვარ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიერ შერჩეული კანდიდატის დამტკიცებას პარლამენტში გააჭიანურებს, რათა საბოლოოდ იუსტიციის საბჭომ ახალი თავმჯდომარე თავად შეარჩიოს – მოვლენები სწორედ ასეთი საშიში სცენარით განვითარდება, რადგან პარლამენტი უკვე დიდი ხანია პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს წევრობაზე წარდგენილ სამ მოსამართლეს გაუგებარი მიზეზებით არ ამტკიცებს. სხვათა შორის, პარლამენტმა სამი მოსამართლე ამ დრომდე რომ არ დანიშნა, სასამართლო სისტემაში მყოფმა დაჯგუფებებმა ნინო გვენეტაძის წინააღმდეგ წარმატებით გამოიყენეს – გვენეტაძე იძულებული იყო საკასაციო ინსტანციაში შესული საქმეების განხილვაშიც ყოველდღიურად ჩართულიყო, რაც, ბუნებრივია, კლანებთან დაპირისპირების პარალელურად, მას უფრო თრგუნავდა და მართვის უფლებას უზღუდავდა. ახლა კი, როდესაც ნინო გვენეტაძეც აღარ ჰყავთ საქმეების განმხილველ მოსამართლედ, რაც უზენაეს სასამართლოს კრიზისამდე მიიყვანს – საქმეების განხილვა უფრო გაჭიანურდება",
 
.ნინო გვენეტაძესთან არ მისაუბრია, მაგრამ მას კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ასეთ გადაწყვეტილებას მხოლოდ ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ მიიღებდა. ნინო გვენეტაძეზე ყოველდღიურად იყო ზეწოლა, რაც საჯაროდაც არაერთხელ უთქვამს. სწორედ ამან განაპირობა, რომ თანამდებობა უფლებამოსილების ამოწურვამდე შვიდი წლით ადრე დატოვა, სხვაგვარად ამ ნაბიჯს არ გადადგამდა. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ… ბოლო პერიოდში სასამართლო სისტემაში წლების წინ ჩაბუდებული კლანი კიდევ უფრო გაძლიერდა და ამაში ლომის წილი თეა წულუკიანს უძევს. ის იმდენად გათავხედდა, რომ არც მალავს საკუთარ დამოკიდებულებას როგორც მურუსიძის, ისე ჩინჩალაძის მიმართ, არადა, სწორედ ეს ორი ადამიანი ითვლება სასამართლოში გაძლიერებული კლანის "მამებად~. ან რა უნდა გაგვიკვირდეს იმ იუსტიციის მინისტრისგან, რომელმაც ირაკლი შოთაძეს გაყალბებული საქმის სასამართლოში გაგზავნისთვის მადლობა საჯაროდ გადაუხადა?! ფაქტია, არც იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს სჭირდება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო, მართლმსაჯულება კი ისეთი სტრუქტურაა, თუ პოლიტიკური ნება არ არსებობს, მხოლოდ მედია და უფლებადამცველები მის გაჯანსაღებას ვერ მოვახერხებთ",
 
"სამწუხაროა, რომ წულუკიანის მისწრაფებები კლანის მამების – ჩინჩალაძისა და მურუსიძის მიზნებს ზედმიწევნით ემთხვევა. რეალურად, დღეს სასამართლო "კოზა ნოსტრას" პრინციპით იმართება და ვინც უნდა მოვიდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, ამ კლანს უკვე ვეღარ დაამარცხებს- აცხადებს ლია მუხაშავრია.

სიახლეები

სტუდენტი გოგონების დაკავების გამო მათი უნვერსიტეტელები ორშაბათიდან გაფიცვას იწყებენ

სტუდენტი გოგონების დაკავებამ ქვეყანაში დაწყებული უწყვეტი პროტესტი ახალ საფეხურზე გადაიყვანა - ლიკა ლორთქიფანიძისა და...

FARA ძალაში დღეიდან შედის – ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება

"ოცნების" FARA ძალაში დღეიდან შედის -კანონის მიხედვით, FARA-ს ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება,...

ნიკა მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა

ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. ამ წუთებში...

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით-ნიკა მელია

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით... ნუ გწყინთ, რომ მოსამართლეს ვერ გიწოდებთ -...