მთავარისიახლეებიევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

Published on

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ახალი შეზღუდვები 12 ფიზიკურ პირსა და 101 ორგანიზაციას დაუწესდა. გადაწყვეტილების მიზანი უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსებისთვის რუსეთის ფინანსური და ეკონომიკური შესაძლებლობების შეზღუდვაა.

ევროკავშირის საბჭოს მიერ 16 ნოემბერს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სანქციების სიაში თითქმის 50 რუსული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტი მოხვდა. შეზღუდვები შეეხო ელექტრონული კომერციის სექტორსაც, მათ შორის, კომპანიების – Wildberries-ისა და Ozon-ის მსხვილ მეწილეებს.

სანქციები გავრცელდა რუსეთის ნავთობისა და ენერგეტიკის სექტორში მოქმედ კომპანიებზე, ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებსა და სანქციების გვერდის ავლით რუსული ნავთობის ტრანსპორტირებაში ჩართულ ე.წ. ჩრდილოვან ფლოტთან დაკავშირებულ ბიზნესსუბიექტებზე.

ევროკავშირის საბჭოს განმარტებით, შეზღუდვების მიზანი რუსეთისთვის იმ ფინანსური არხების გადაკეტვაა, რომლებიც სახელმწიფო შემოსავლების მოძრაობასა და უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსებას უზრუნველყოფს.

ახალი სანქციების ფარგლებში შავ სიაში შეყვანილ პირებსა და ორგანიზაციებს აქტივები გაეყინებათ. ამასთან, ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედ სუბიექტებს მათთვის ფინანსური სახსრებისა და ეკონომიკური რესურსების მიწოდება ეკრძალებათ.

სიახლეები

ევროკავშირმა უკრაინისთვის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში კიევისთვის თითქმის 8 მილიარდი ევროს გადარიცხვა დაამტკიცა, რაც...

ყირიმის ხიდზე დარტყმის შედეგად ერთ-ერთი თაღი ჩამოინგრა

ყირიმის ხიდზე მორიგი იერიში განხორციელდა, რასაც ძლიერი აფეთქებები მოჰყვა. დარტყმის შედეგად ხიდის ერთ-ერთი თაღი...

ოჯახის წევრის მიმართ, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და...

სასულიერო პირები მხარდაჭერას უცხადებენ მიტროპოლიტ იობს

“მივესალმები საზოგადოებას - მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს. მინდა მივმართო იმ საზოგადოებას, რომელიც ეკლესიის მრევლად თვლის...