მთავარისიახლეებიევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე, რომლიც 145 იურიდიულ და ფიზიკურ...

ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე, რომლიც 145 იურიდიულ და ფიზიკურ პირს შეეხებათ

Published on

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე შეთანხმდნენ. შეზღუდვები სულ 145 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება, რომლებიც რუსეთის საფინანსო სისტემაში, „ჩრდილოვანი ფლოტის“ ქსელსა და დეზინფორმაციულ კამპანიებში არიან ჩართულნი. ახალ სიას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე დაამტკიცებენ, რის შემდეგაც EU’s ⁠Official Journal -ში შეტანენ და კანონიერ ძალას მიიღებს.

სანქციების ძირითადი დეტალები:

საფინანსო და ენერგეტიკული სექტორი: ძირითად სიაში დაემატა 113 პირი და ორგანიზაცია, მათ შორის 50 რუსული ბანკი, ენერგეტიკული კომპანიები, ბიზნესლიდერები და „ჩრდილოვანი ფლოტის“ ხელშემწყობები.
ჰიბრიდული საფრთხეები: ჰიბრიდული საქმიანობის რეჟიმით 31 პირი და სუბიექტი დაისჯება. წყაროების ცნობით, ეს ზომები გერმანიაში, ლაიფციგ/ჰალეს აეროპორტში დრონით თავდასხმის მცდელობაზე რეაგირებაა, რაშიც ბერლინი მოსკოვს ადანაშაულებს.
კიბერუსაფრთხოება: მესამე ჩარჩოს ფარგლებში კიბერშეტევებთან დაკავშირებული ერთი პირიც დაემატა.
მოსკოვი ტრადიციულად უარყოფს ჰიბრიდულ ომში, დივერსიულ ოპერაციებსა თუ კონფრონტაციის დაგეგმვაში რაიმე სახის მონაწილეობას.

სიახლეები

პენსიონერი ცოლ-ქმარი ქონებრივი დავის გამო ჩაცხრილეს – დაკავებულია ერთი პირი

პენსიონერი ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა,...

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...