მთავარისიახლეებისაზოგადოებასამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

Published on

სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. წყალდიდობის გამო ადიდებული მდინარეები მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებში შევარდა.
 
წაღებულია რამდენიმე ხიდი, დაზიანებულია ასევე საავტომობილო გზები. წყალდიდობამ პრობლემები შეუქმნა სენაკს, აბაშასა და მარტვილს.აღნიშნულ ქალაქებში პრობლემები შეიქმნა მოუწესრიგებელი სანიაღვრე არხების და საკანალიზაციო სისტემის გამო.
 
განსაკუთრებვით მძიმე სიტუაცია შეიქმნა აბაშის მუნიციპალიტეტში. დღეს იქ  შედეგების სალოკვიდაციოსამუშაოებს სპეციალური ტექნიკა და ცოცხალი ძალა შეუდგა. მიმდინარეობს სხვადასხვა სამუშაები , იწმინდება არხები,  ამაგრებენ ნაპირებს, მობილური ჯგუფები ეხმარებიან მოსახლეობას კერძო სახლების გაწმენდაშიც წყლის მიერ შეტანილი შლამისა და ღორღისგან. დილიდან სახლებში დააბრუნეს მოსახლეობა წყემისა და ზანათის იმ უბნებში,   საიდანაც წუხელ ევაკუაცია განხორციელდა.
 
ამ დროისათვის მდინარე აბაშისწყალი კალაპოტს დაუბრუნდა, ღელეები კალაპოტს დაუბრუნდა სენაკსა და მარტვილშიც და საფრთხე გადავლილია. 
 

 
სტიქიის შედეგებს ითვლიან აჭარაში, კერძოდ ბათუმში. ადგილზე ზარალის დამთვლელი მუდმივმოქმედი კომისია მუშაობს.
ამ დროისათვის უცნობია ზარალის ზუსტი ოდენობა. ბათუმის მერის განცხადებით, წყალმა 100-მდე ოჯახი დააზიანა. გეოლოგებმა შეისწავლეს მეწყერული ადგილებიც.
 
 
„რამდენიმე ადგილზე, როგორც იცით, გვაქვს მცირე მეწყერული პროცესები, განსაკუთრებით აღვნიშნავდი იოანე ლაზის 15 ნომერში, სადაც საცხოვრებელ სახლს მიადგა ჩამოწოლილი მიწის მასა. დაახლოებით, 100-მდე ოჯახში შევარდა წყალი, სარდაფში და პირველ სართულში, გუშინვე, ამოწმენდილი იყო ყველა სარდაფი,“ – განაცხადა ლაშა კომახიძემ
 

სიახლეები

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში – რასა იუკნევიჩიენე

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში - რასა იუკნევიჩიენე ჟურნალისტ ვახო სანაიას...

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...