მთავარისიახლეები5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება

5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება

Published on

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეიდან 12:00 საათზე გაგრძელდება.

ერთკვირიანი შესვენების შემდეგ, ოპოზიციაში გასული 8-დღიანი სხდომების მიმდინარეობას აფასებენ

“ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძის თქმით, საზოგადოებამ 8 დღიოს განმავლობაში კარგად დაინახა, რომ “ოცნების” სარჩელი “პოლიტიკური მოტივით შეკერილია”.

უკვე ბევრი რამ გამოაჩინა გასულმა 8-დღიანმა პროცესმა, როგორც წარიმართა “ოცნების” მხრიდან. ჩემი აზრით, ეს იყო “ოცნებისთვის” საზოგადოების თვალში განადგურების ტოლფასი. დაინახა ყველამ, რომ არანაირი არგუმენტი არ არსებობს, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს – არის სრულიად აბსურდული, პოლიტიკური მოტივით შეკერილი სარჩელი. არაფერ შუაში, არაფერ ბმაში არ არის ეს ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან და ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ გააუქმონ პოლიტიკური ოპოზიცია., გააფორმონ დიქტატურა”, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთეს “ოცნების” წევრებმაც. არჩილს გორდულაძის მტკიცებით, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელს, ეს გახდება შესაძლებლობა დემოკრატიისთვის, რომ “არა კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელი პარტიები იყვნენ ოპოზიციურ ველზე, არამედ პარტიები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია მშვიდობიანი და განვითარებული მომავალი”.

მთავარი არის, რომ ამ ადამიანებისათვის კონსტიტუცია, ქვეყნის სუვერენიტეტი, სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატიის პრინციპი უბრალოდ არ არსებობს.

ფეხქვეშ თელავენ ადამიანების გადაწყვეტილებას, ქართველი ხალხის ნებას და ცდილობენ, რომ გარე მმართველობა დაამყარონ ამ ქვეყანაში. ამიტომ ჩვენი ვალია, როგორც პასუხისმგებლიანი გუნდისა, რომ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლომაც შეაფასოს მათი ანტიკონსტიტუციური ქმედებები, რაც თავის შინაარსით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს სარჩელს, ეს გახდება შესაძლებლობა ისევ ქართული დემოკრატიისათვის, რომ რეალურად არა კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელი პარტიები იყვნენ ოპოზიციურ ველზე, არამედ ისეთი პარტიები, რომელთათვის მნიშვნელოვანი არის ამ ქვეყნის მშვიდობიანი და განვითარებული მომავალი და მათთან გვექნება ჩვენ უკვე პოლიტიკური კამათი და არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის მხოლოდ დაცვაში ამ უცხო ძალების ნების გამტარებელი პარტიებისა თუ პირებისა”,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრების, “ქართლი ოცნების“ 88 დეპუტატის კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) – საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე“.

სხდომა, რომელიც 9 ნოემბერს იყო ჩანიშნული, ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და გადაიდო.

სიახლეები

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...