მთავარისიახლეებიმსოფლიომანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

Published on

მოძრაობა “სამოქალაქო საზოგადოების” ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე, ქართული მედიის ნაწილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის ადმინისტრაციის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის ძმა, რომელიც უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძოდა, მოკლულია:
“ჩემი შეხედულებით, მედია უნდა იყოს ობიექტური და ავრცელებდეს დაზუსტებულ ფაქტებს,მაგრამ პროპაგანდა რაც საქართველოში არის გავრცელებული ეს ვიცით! მაგრამ ამ პროპაგანდის ნაწილი ოპოზიციური მედია რომ ხდება,ცოტა ძაან უცნაურია, რბილად რომ ვთქვათ.
უკრაინის რამოდენიმე სააგენტომ ასევე დაუდასტურებელი ინფორმაცია გაავრცელა თითქოსდა მიხაილო პოდოლიაკის ძმა რუსეთის მხარეს იბრძოდა და ამის გამო დაიღუპა 2024 წელს. ქოცურმა სააგენტოებმა არც აციეს არც აცხელეს და ეგრევე გადმოიტანეს ეს ნიუსი.. მაგრამ მთავარი რომ დებს ამ დაუდასტურებელი ინფორმაციას ეს რას ემსახურება? მოტივი რა არის? ეხლა კი ფაქტები.
ეს ეგრედწოდებული ნიუსი გაავრცელა Killed in Ukraine (KIU) — ეს არის მკვლევართა OSINT-პროექტი, რომელიც რუსეთის სამხედრო დანაკარგებს ღია წყაროებით იკვლევს. შემდეგ ქრონოლოგიას, რომ მივყვეთ! Silent Crow — ჰაკერულმა ჯგუფმა გამოაქვეყნა რუსეთის სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის, Росстат-ის, გაჟონილი მონაცემები.
Killed in Ukraine (KIU)
Медиазона — 9 ნოემბერს, 14:07-ზე გამოაქვეყნა სტატია, სადაც KIU-ს ინფორმაციას და გაჟონილ დოკუმენტს დაეყრდნო. ანუ ახალი ინფორმაციის პირველწყარო არც უკრაინული სააგენტოა და არც კრემლის ოფიციალური განცხადება — ეს არის KIU-ს მიერ გაანალიზებული Росстატის გაჟონილი მონაცემები. Медиазона და Meduza აცხადებენ, რომ ჰაკერების მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე წვდომა მიიღეს და მათი ნამდვილობისა და სისრულის შემოწმება დაიწყეს.
Meduza
დამოუკიდებელი რუსულენოვანი გამოცემა, რომელიც რუსეთიდან ემიგრაციაში მუშაობს.
მათი განმარტება მონაცემების გადამოწმებაზე⁠, მაგრამ მათ ჯერ არ გამოუქვეყნებიათ დასკვნა, რომ ყველა გაჟონილი ჩანაწერი ავთენტურია. შესაბამისად, ვლადიმირის კონკრეტული ჩანაწერის დამოუკიდებელი, სრულყოფილი დადასტურება ჯერ არ არის დასრულებული.
მიუხედავად ამ ყველა ქრონოლოგიისა უკრაინულ მედიაში ასე გავიდა ეს ნიუსი თითქოს უკვე დადასტურებულია ეს ინფორმაცია და საქართველო ხომ არ ჩამორჩებოდა დაუზუსტებელი ნიუსების გამოქვეყნებაში.. ხოდა სანამ რამეს დაწერთ, იქნებ ჯერ დააზუსტოთ და გაარკვიოთ რას წერთ. სხვა საკითხია ის რომ, ეს მეტად სენსიტიური საკითხი პოლიტიკური მიზნებისთვის იყოს გამოყენებული..
ვერც ქართული ოცნება და ვერც ვაი ოპოზიციის ნაწილი ვერ მოახდენთ მიხაილო პოდოლიაკის დიკრედიტაციას. ვინაიდან ის არის ადამიანი, რომელიც იბრძვის უკრაინის გამარჯვებისთვის და პარარელურად არ ივიწყებს საქართველოს..
ჩემი და ჩვენი მოძრაობის სახელით, ვუცხადებთ სრულ სოლიდარობას Михаил Подоляк და ვთვლით, ასეთი მეთოდებით პოლიტიკური ბრძოლა,ნამდვილად მიუღებელია.. ეს არის სრული სიმართლე მეგობრებო და მაქსიმალურად გაავრცელეთ.. ძალა ერთობაშია და სიმართლეში…”, – წერს მანანა ანდღულაძე “ფეისბუქზე”.

სიახლეები

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...

ქუთაისში მანქანა ქვეითს დაეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, მანქანა ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია...