მთავარისიახლეებიშოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

Published on

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ 2024 წელს „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლური ოპოზიციის მიერ ინიცირებული სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება დაიწყო.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ამის შესახებ დსთ-ის წევრი სახელმწიფოების უშიშროების საბჭოების მდივნების მე-14 ყოველწლიურ შეხვედრაზე ისაუბრა.

„საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს პრაქტიკულად აღკვეთა პროდასავლური ქართული ოპოზიციის მიერ ინიცირებული სახელმწიფო გადატრიალება და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართული კურსის გატარება დაიწყო“, – განაცხადა შოიგუმ.

რუსი მაღალჩინოსანი საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასაც მიესალმა. მან რეგიონული პრობლემების მოგვარების პროცესში გარე სახელმწიფოების ჩარევის დაუშვებლობაზე ისაუბრა და „3+3“ რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის მუშაობის განახლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„მივესალმებით საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აქტიურ განვითარებას. ამავდროულად, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ რეგიონული პრობლემები უნდა მოგვარდეს პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით, გარე ქვეყნების ჩარევის გარეშე. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია 3+3 რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის მუშაობის განახლება“, – განაცხადა შოიგუმ.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის შეფასებით, სამხრეთ კავკასიაში ვითარება უმჯობესდება, რასაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას უკავშირებს.

სიახლეები

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...

ქუთაისში მანქანა ქვეითს დაეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, მანქანა ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია...

დააკავეს სამი პირი, რომლებმაც 200 ცალი ყალბი 100-დოლარიანები გაასაღა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს. უწყების...

საია- ევროკავშირის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებასა და დემოკრატიულ უკუსვლაზე მიუთითებს

საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესება, საპოლიციო ძალადობის გამოუძიებელი შემთხვევები, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვა...