ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი ფეიქრიშვილი ცემეს.
ამის შესახებ ნინო აბრამიშვილმა ინტერპრესნიუსს განუცხადა.
“გზაში ვართ, გლდანისკენ მივდივართ. წყარომ, რომელმაც წინა შემთხვევაზე მოგვაწოდა ინფორმაცია, ზუსტად იმავე წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია ახლაც, გვითხრეს, რომ სასწრაფოდ მიხედეთ გიორგის, შესულები არიან უკვე საკანშიო. ვატო ყიფიანიაო შესული. ასე მითხრედ, სასტავი არის შესულიო… არ მომიკლან, მეორე შვილი არ მომიკლან”, – ამბობს ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი.
პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას:
“არანაირი მსგავსი ფაქტი არ მომხდარა, სიმშვიდეა. შევიდეს ადვოკატი და დარწმუნდება, რომ მსჯავრდებული ფეიქრიშვილი უვნებელია”, – ამბობს პენიტენციური სამსახური.