ტიბეტში მომხდარი 7-მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, 54 კი დაშავდა.
ინფორმაციას BBC ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიწისძვრის შემდეგ ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფები გაგზავნა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ნაგჩუს რეგიონში, ბაკენის ოლქში მდებარეობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 300-ზე მეტი სახლი ჩამოინგრა. რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება დიდწილად შეწყდა.