ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა – ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაკარგებს შორისაა 2 067 დრონი. ასევე, 447 ავტომობილი და ავტოცისტერნა, 54 საარტილერიო სისტემა, 5 ერთეული სპეციალური ტექნიკა, 6 სახმელეთო რობოტული სისტემა და 3 საბრძოლო ჯავშანმანქანა
უკრაინის დადასტურებული მონაცემებით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე რუსეთმა 1 574 620 სამხედრო დაკარგა