საქართველოს ეროვნული გმირის – ზაზა დამენიას დაბადების დღეა
ზაზა დამენია 2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა.
16 აგვისტოს, ზაზა დამენიამ, საკუთარი სიცოცხლის ფასად, თანამებრძოლები დაღუპვას გადაარჩინა.
კაპრალი სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას სხეულით გადაეფარა და სამი ჯარისკაცი გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა.
დაღუპვამდე ორი დღით ადრე, დამენიას ჭურვის აფეთქების შედეგად მხედველობა დაუქვეითდა, თუმცა კაპრალმა უარი განაცხადა პოზიციის დატოვებაზე და ბოლომდე დარჩა თანამებრძოლების გვერდით, ბრძოლის ველზე.