საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადაიარიამ ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა.
რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებას წინ ხმაური უძღოდა. ოპოზიციონერსა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ენმ-ს ლიდერმა ბიძინა ივანიშვილის დაკითხვა მოითხოვა.
ხმაურის ფონზე კი პლენუმის თავმჯდომარემ ოპოზიციის ლიდერს მოუწოდა, სასამართლო დაეტივებინა.
“გორდულაძემ ხალხი სცემა პარლამენტში და ის არ გაუძევებიათ, და მე რატომ მაძევებთ?” – უთხრა დეკანოიძემ ნადარაიას სხდომის დატოვებამდე.
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.