მთავარისიახლეებიპოლიტიკა"პუტინს რომ მოვეკალი, ვინ დაიცავდა საქართველოს პოზიციებს?" - მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას საერთაშორისო...

“პუტინს რომ მოვეკალი, ვინ დაიცავდა საქართველოს პოზიციებს?” – მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურობისკენ მოუწოდებს

Published on

მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურობისკენ მოუწოდებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, ქვეყნის პოზიციების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს. 
 
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ უახლოესი საათების მანძილზე მან არა ერთ საერთაშორისო მედიას და პრესას მისცა ინტერვიუ. ამ ფონზე კი საქართველოს მთავრობა დუმს. მისივე თქმით, მაშინ როდესაც პიარზე ხელისუფლება მილიონობით ლარს ხარჯავს, უმჯობესი იქნება თუ ამ რესურსს ქვეყნის კეთილდღეობას მოახმარს.
 
„ამ ბოლო დღეებში გამოვიდა ჩემი სტატია ყველაზე გავლენიან გაზეთში wall street journal-ში. მე მივეცი ინტერვიუ BBC-ის, ვაპირებ რომ ამერიკულ სატელევიზიო არხებს მივცე. რუსულ „Эхо Москвы"-ისაც მიეცი ოპოზიციურ გაზეთს და უკრაინულ მედიაზეც გამოვდივარ. აი ამ ყველაფრის ფონზე რითია დაკავებული საქართველოს მთავრობა. ერთი სტატია არ დაუბეჭდავთ საქართველოს პოზიციების დასაცავად.
 
"მრავალ ათეულ მილიონ დოლარს ხარჯავენ პიარზე. აი, უბრალოდ პუტინს რომ მოვეკალი, რომ არ ვყოფილიყავი ცოცხალი, ვინ დაიცავდა საქართველოს პოზიციებს?! წულუკიანი, რომელიც ჰააგაში ლობირებს საქართველოს სამხედროების გამტყუნებას ძალიან აქტიურად? სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს. საქართველოს როგორც უპატრონო ტაძარს ეშმაკები დაეპატრონნენ. დროზე თუ არ დავასრულეთ ეს, ჩვენ ქვეყანა აღარ შეგვრჩება.
 
"აი, ეს კონკრეტული მაგალითი, როდესაც რუსეთმა ჩართო მთელი პროპაგანდისტული მანქანა, მედვედევმა  მისცა დიდი ინტერვიუ. პუტინმა რაღაცა თქვა, გამოიყვანეს  ივანოვი, დარაზმეს თავისი ტროლები დასავლეთში და ჩვენგან ვინ პასუხობს?,“-განაცადა სააკაშვილმა. 

სიახლეები

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...

ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია,...

სოფელ კურსებში მეწყრული პროცესი მწვავდება

დანგრეული სახლები, გახსნილი სასაფლაოები, მიწის უზარმაზარი ნაპრალები - ტყიბულში, სოფელ კურსებში მეწყრული პროცესი მწვავდება. ხალხი...

ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმმა ტყვარჩელის რაიონის, სოფელ ოქუმში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის...