მთავარისიახლეებისაზოგადოებარა ღირს ეროვნული ღირსება - რუსი ,,სამოდერჟავნიკი'' ტურისტის მიერ ერთ მათლაფაში გადახდილი...

რა ღირს ეროვნული ღირსება – რუსი ,,სამოდერჟავნიკი” ტურისტის მიერ ერთ მათლაფაში გადახდილი ფული?

Published on

სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი მინაწერით: "რუსეთის მიერ ცხვინვალის რეგიონის ოკუპირების 10 წლის თავზე ქართულ რესტორან Machakhela – Samikitno-ში, თავისუფლების მოედანზე, ჯერ მოგვიგზავნეს მიმტანი, შემდეგ მენეჯერი, შემდეგ დაცვა, შემდეგ დაცვის უფროსები თხოვნით, რომ მაგიდიდან აგვეღო აქციიდან წამოღებული ანტიპუტინური ტრანსპარანტი. 

მიზეზი არის შემდეგი: მაჭახელა არ არის პროტესტის გამოხატვის ადგილი, იქნებ ვინმე რუსი "პატრიოტი" შემოვიდეს… მოუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაგიდასთან მოვიდნენ იქ მსხდომი რუსი ტურისტები და ოდნავ დარცხვენით გვითხრეს, რომ რუსეთიდან არიან და მათაც არ უყვართ პუტინი. სამწუხაროდ, მართლაც ოკუპირებული გვაქვს მენტალიტეტი გაცილებით მეტი პროცენტით, ვიდრე ტერიტორიები… პრობლემა ჩვენშია ძალიან დიდი.

p.s. პროფესიული რჩევაც მივეცით, რომ გაცილებით ძვირი დაუჯდებოდათ ეს საქციელი, ვიდრე რამდენიმე "პატრიოტი" რუსი სტუმრის წყენინება" – წერს სოციალურ ქსელში "ფეისბუკმომხმარებელი" ანი გვათუა.

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...