მთავარისიახლეებიმსოფლიოემანუელ მაკრონი მოსახლეობას მიმართავს

ემანუელ მაკრონი მოსახლეობას მიმართავს

Published on

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციებისა და არეულობის შემდეგ მოსახლეობას მიმართავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მისი გამოსვლა დღეს, 18 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზეა დაგეგმილი.

მაკრონი დღის განმავლობაში მთავრობის მაღალჩინოსნებთან საგანგებო შეხვედრასაც გამართავს.

საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები ცხოვრების გაძვირებას, საჯარო მომსახურების ხარისხის გაუარესებასა და განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს უკავშირდება. შაბათს, 17 ოქტომბერს, გამართული დემონსტრაციები რამდენიმე ქალაქში პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით დაკავებულია 2 000-ზე მეტი ადამიანი. დაშავებულია 600-ზე მეტი პოლიციელი, ჟანდარმი და მეხანძრე. პარიზში საპროტესტო აქციის დროს გულის გაჩერებით ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

არეულობის მონაწილეებმა რამდენიმე ქალაქში მაღაზიები დაარბიეს, ავტომობილებსა და ადმინისტრაციულ შენობებს ცეცხლი წაუკიდეს. განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა ლიმოჟში, სადაც ხანძარმა ისტორიული მერიის შენობა მნიშვნელოვნად დააზიანა და მისი კოშკი ჩამოინგრა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ძალადობრივი ქმედებები დაგმო და განაცხადა, რომ სახელმწიფო და კერძო საკუთრების დარბევაში მონაწილე პირები პასუხს აგებენ.

„ისინი, ვინც დაარბიეს და თავს დაესხნენ ადმინისტრაციულ შენობებსა თუ ბიზნესობიექტებს, გაძარცვეს მუნიციპალიტეტების შენობებიც კი, პასუხისგებაში მიეცემიან და დაისჯებიან“, — დაწერა მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ზე.

საფრანგეთის ხელისუფლებამ დაზარალებულ ქალაქებში აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მატერიალური ზარალი მნიშვნელოვანია და დაკავებულთა მიმართ გამოძიება მიმდინარეობს.

სიახლეები

2025 წელს საქართველო 31 ათასზე მეტმა ახალგაზრდამ და 11 ათასზე მეტმა ბავშვმა დატოვა – საქსტატი

საქართველოდან ახალგაზრდების ემიგრაციის მასშტაბი კვლავ მაღალია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანა 20-დან...

ვახო სანაიას Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს

Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო, ჟურნალიტ ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე...

ღარიბაშვილის ბოიკოტი -ის სასამართლო პროცესს არ ესწრება

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაყვანაზე უარი თქვა და 19 ოქტომბერს...

ტრამპი ცდილობს, უკრაინა აიძულოს, რუსეთის წინაშე კაპიტულაცია გამოაცხადოს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს, უკრაინა რუსეთის წინაშე კაპიტულაციაზე...