დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, რაც შეხვედრისადმი ინტერესს ერთიორად ზრდიდა იმის მიუხედავად, რომ ირაკლი კობახიძემ თავიდანვე განაცხადა, არანაირი სიურპრიზები არ იქნება, მიმდინარე საკითხებს განვიხილავთო.
ჯერ ვნახოთ “ქაღთული ოცნების’ ოფიციალური განცხადება” ამ სხდომის შესახებ:
თუმცა, სიურპრიზები მაინც იყო: მაგალითად, პოლიტსაბჭო ორი კაცით გაიზარდა და მასში შევიდნენ როგორც უმრავლესობის ახლანდელი ლიდერი ირაკლი კირცხალია, ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე. არადა, კურცხალიას ამ სხდომაზე განადგურებას უწინასწარმეტყველებდნენ, რადგან ის მამუკა მდინარაძის კადრად ითვლებოდა. ზოგადად, როგორც ჩანს, ა, სხდომაზე “მამუს” მიმართ დიდი აგრესია არ გამოვლენილა. ირაკლი კობახიძემ ეს იმით ახსნა, რომ “ადამიანი გასულია პოლიტიკიდან”:
„მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან არის გასული. კითხვები ისმება ხოლმე ამ თემასთან დაკავშირებით. მე მგონი, არასწორია ამ საკითხის ზედმეტად წინ წამოწევა, როდესაც ადამიანი პოლიტიკიდან გასულია. მე ვერ ვხედავ კითხვებისთვის საფუძველს. რა თქმა უნდა, ამ საკითხზეც იყო საუბარი. გუნდში რა პროცესებიც წარიმართა, ყველა თემასთან დაკავშირებით იყო საუბარი, თუმცა საჯაროდ ამ თემაზე საუბარი, როდესაც ადამიანი გასულია პოლიტიკიდან, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად… […] პერიოდულად მაქვს ხოლმე კომუნიკაცია [მდინარაძესთან]. მეგობრობა, სხვა თემები, ეს არ არის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხი”, – თქვა კობახიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ისაუბრეს იმ დაპირისპირებაზეც, რომელიც გუნდის შიგნით წარმოიშვა:
„ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის გულსატკენია რაც მოხდა, როდესაც ასე ვითარდება პროცესები, როდესაც გუნდის ყოფილი წევრები იხდიან სასჯელს კონკრეტული დანაშაულებისთვის ეს არის პირველ რიგში გულსატკენი და ეს გულისტკივილი გამოითქვა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც“, – თქვა კობახიძემ.
მან მედიის მუშაობაზეც გააკეთა აქცენტი და უპასუხა შეკითხვას, აწუხებთ თუ არა ის, რომ მედიის ნაწილი ხელისუფლებას “რეჟიმად” მოიხსენიებს:
„მედია უნდა იყოს ობიექტური. შეიძლება საკუთარ გადაცემებში სუბიექტური მოსაზრება გამოთქვას ჟურნალისტმა, მაგრამ როდესაც საინფორმაციო გამოშვება გადის ეთერში, ეს გამოშვება უნდა აკმაყოფილებდეს ობიექტურობის სტანდარტებს. ჩვენთან არ იყო დაცული არასოდეს ეს პრინციპი, მაგრამ ასეა და კანონმდებლობაშიც იყო გაწერილი. რაც იყო გაწერილი და რაზეც არ არსებობდა აღსრულების მექანიზმი, იქ გაჩნდა აღსრულების მექანიზმი. ეს არის და ეს. დანარჩენი, ჩვენ არაფერი არ გვაწუხებს, ჩვენ ვიგებთ არჩევნებს, ჩვენ გამოვდივართ გამარჯვებული ყველა პოლიტიკური ორთაბრძოლიდან, გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა, რა ვიცი, რაც უნდათ. დიქტატურა და ა.შ. ასეც და ისეც გამოვდივართ გამარჯვებული…” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.