მთავარისიახლეებისაზოგადოებადავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

Published on

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და მაინტერესებს. იმხელა ცოდვაა, ადამიანს რომ აბრალებ უწმინდესის დაკრძალვის თანხების გაფლანგვას, საზოგადოება ამ კითხვას რომ სვამს, ვინმემ უნდა გასცეს პასუხი. მე ვსვამ კითხვას და მაინტერესებს.

ჩემი განცხადების შემდეგ, საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია. მე მაქვს ის ინფორმაცია, რაც საზოგადოებამ იცის. ზუსტად ის. ადამიანები რომ ამბობენ, აქამდე სად იყოო, ვუფრთხილდებოდი იმ ადამიანებს, რომლებიც ამას მეუბნებოდნენ. დედაბუდიანად გაანადგურებდნენ. 2-3 დღეა ამ ადამიანებმა ამოიღეს ხმა და მეც დავსვი ეს კითხვები.

დავარდნილს, რასაკვირველია, წიხლი არ უნდა დაარტყა, მაგრამ ეს ის ადამიანი იყო, რომელმაც ქართული კულტურა გაანადგურა. მსგავსი კულტურის მინისტრი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. ხელოვანები ნელ-ნელა ამოიღებენ ხმას. მას ეგონა, რომ კულტურის სამინისტრო და საქართველო თავის მფარველთან ერთად იყო მათი. ეს საქართველო მათი არაა! ეს არარაობაა, თავის მფარველთან ერთად. ძირფესვიანად უნდა იყვნენ ამოძირკვულები ყველა იმ სტრუქტურაში, სადაც არიან დარჩენილი. მათ უღალატეს ბიძინა ივანიშვილს, უღალატეს გუნდს და მოღალატე არავის უყვარს. მათი მფარველია მამუკა მდინარაძე, რომელმაც თავზე დაასვა ქართულ კულტურას. გაიკითხეთ მისი „ცენტრ პოინტში“ მოღვაწეობის ამბავი. დათო დოიაშვილის ამბავი – დათომ ის ქრთამისა და ფულის გაფლანგვის გამო გამოაგდო თეატრიდან.

აქამდე ჩუმად მებრძოდა და რომ შემეხო, ამოვიღე ხმა. ყველა შეკრებაზე სიიდან ვიყავი ამოღებული. ყვიროდა, რომ „ოქიტაშვილი არ დავინახო არცერთ შეკრებაზეო“. ვხედავდი, რომ ამას მარტო ვერ გაბედავდა. აღმოჩნდა, რომ ამის უკან იდგა ადამიანი, რომელმა ადამიანმაც ეს გაბედა და გააკეთა. 2012 წელს ვიბრძოდით ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ერთად და სად იყო მამუკა მდინარაძე? ის ადამიანები, რომლებიც 2012 წელს იბრძოდნენ და რომლებმაც ოჯახები გადადეს, დაუპირისპირდნენ იმ რეჟიმს, საერთოდ გააქრეს. ერთ-ერთი შემოქმედი იყო თიკა რუხაძე. მისი ურთიერთობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ყველამ კარგად იცის. მან „ნაციონალურ მოძრაობას“ უღალატა და ამათ რას უზამდა?! ადამიანი როცა არის მოღალატე, ის არ შეიცვლება და ყოფილი არ არსებობს. მან მიხეილ სააკაშვილს უღალატა.

ძალიან მინდა, რომ [საგამოძიებო უწყებიდან] დამიკავშირდნენ. მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი. თქვენი მეშვეობით დავსვი შეკითხვები. წავიდნენ და შეამოწმონ. რატომ გამოუშვა დათო დოიაშვილმა თეატრიდან, რატომ შეჭამა ბადრი პატარკაციშვილის ფულები?! ეს მოღალატე მოგვიყვანა მამუკა მდინარაძემ, დაგვასვა თავზე ქართულ კულტურას და ეს სფერო გაანადგურა!“

სიახლეები

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებმა გლდანის ციხე დატოვეს

4 ოქტომბრის დიდი შეკრების საქმეზე დაკავებულები პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ - რამდენიმე მსჯავრდებულმა...