მთავარისიახლეებიმსოფლიოზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

Published on

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის უფლება“ — ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპის სიტყვებს, რომ მასთან მოლაპარაკება უფრო რთულია, ვიდრე პუტინთან.

ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის Starlink-ის მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვები ამ დრომდე სრულად არ არის მოხსნილი, თუმცა SpaceX-ის ინტერნეტის სიჩქარეს თანდათან აბრუნებენ. მისივე თქმით, სადაზვერვო მონაცემებს უკრაინას ათობით ქვეყანა უზიარებს, თუმცა ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ მხოლოდ შეერთებულ შტატებს შეუძლია მოხსენების წარდგენა.

„პუტინს ჩვენი განადგურება სურს. ის ნამდვილად თვლის, რომ ჩვენ არ ვართ ქვეყანა და არც ხალხი. თქვენ ნამდვილად გჯერათ, რომ მას მხოლოდ ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი სურს?“ — აღნიშნა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან.

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებმა გლდანის ციხე დატოვეს

4 ოქტომბრის დიდი შეკრების საქმეზე დაკავებულები პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ - რამდენიმე მსჯავრდებულმა...