მთავარისიახლეებისაზოგადოებასაპატრიარქო: სამთავროს მონასტერში ლიტურგია რუსულ ენაზე არ ჩატარებულა

საპატრიარქო: სამთავროს მონასტერში ლიტურგია რუსულ ენაზე არ ჩატარებულა

Published on

საქართველოს საპატრიარქო სამთავროს მონასტერში რუსულ ენაზე ლიტურგიის ჩატარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და განმარტავს, რომ 14 ოქტომბერს საღვთო ლიტურგია ქართულ ენაზე აღევლინა.
საპატრიარქოს განცხადების თანახმად, სამთავროს დედათა მონასტერში ლიტურგიას ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე) აღავლენდა, თანამსახურებდა კი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი, ნიჟეგოროდისა და არზამასის მიტროპოლიტი გიორგი.
საპატრიარქო განმარტავს, რომ დამკვიდრებული საეკლესიო ტრადიციის თანახმად, ადგილობრივი იერარქიის კურთხევით, უცხოელ ღვთისმსახურებს პატივისცემის ნიშნად მშობლიურ ენაზე გარკვეული კვერექსის ან ასამაღლებლის წარმოთქმის შესაძლებლობა ეძლევათ.
უწყების განცხადებით, მსგავსი პრაქტიკა მართლმადიდებელ ეკლესიებში მიღებულია და საეკლესიო ერთობისა და ურთიერთპატივისცემის გამოხატულებაა.
„სამთავროს მონასტერში საღვთო ლიტურგია რუსულ ენაზე არ ჩატარებულა და ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება“, — ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
საპატრიარქო საზოგადოებას მოუწოდებს, მსგავს საკითხებზე ინფორმაციის გავრცელებისას გადამოწმებულ წყაროებს დაეყრდნონ და თავი შეიკავონ მცდარი ცნობების გავრცელებისგან.
განცხადება საპატრიარქომ მას შემდეგ გაავრცელა, რაც სამთავროს მონასტერში ლიტურგიის რუსულ ენაზე ჩატარების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

სიახლეები

Reuters: უკრაინაში Starshield-ის შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან გაიცა

უკრაინის სამხედროებისთვის განკუთვნილი სატელიტური სისტემის, Starshield-ის, შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან გაიცა, — ამის შესახებ...

ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა რეფორმები უნდა გააგრძელონ, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის მიმართულებით, — ამის შესახებ...

ზელენსკი არ არის კარგი ადამიანი, ვისთანაც საქმის დაჭერა ღირს – ტრამპი

ზელენსკი არ არის კარგი ადამიანი, ვისთანაც საქმის დაჭერა ღირს... ისინი არ აპირებენ ზელენსკისთან...

აშშ-ის სკოლაში სროლის შედეგად 4 პირი დაიღუპა, მათ შორისაა 3 ბავშვი

აშშ-ის სკოლაში სროლის შედეგად 4 პირი დაიღუპა, მათ შორისაა 3 ბავშვი - როგორც Reuters...