აშშ-ის სკოლაში სროლის შედეგად 4 პირი დაიღუპა, მათ შორისაა 3 ბავშვი – როგორც Reuters წერს, სროლა ორეგონის შტატის ქალაქ ბენდის ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში მოხდა – 16 წლის მოზარდმა ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც თავდამსხმელის ლიკვიდაცია ადგილობრივმა შეიარაღებულმა მოქალაქემ განახორციელა. პოლიციის უფროსის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან 5, 8 და 11 წლის ბავშვები და ერთი მასწავლებელი. გარდა ამისა, 7 წლის მოსწავლე და 54 წლის მასწავლებელი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.