მთავარისიახლეებისაარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა

Published on

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა – სოციალური დახმარების მიმღებთა განახლებული მონაცემები საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისევ შემცირდა.

სოციალური დახმარების მიმღებთა განახლებული მონაცემები სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით „ბიზნესპრესნიუსმა“ გაავრცელა.

ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ ერთ თვეში, სექტემბერში, საარსებო შემწეობა 23 241 ადამიანს შეუწყდა, წელს 9 თვეში კი ბაზიდან ჯამში 163 111 პირი ამოიღეს.

უფრო კონკრეტულად, 2026 წლის აგვისტოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 570 356-ს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი სექტემბერში 547 115-ს გაუტოლდა. 2026 წლის იანვარში სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას 710 226 სოციალურად დაუცველი იღებდა.

სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობას მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში:

იანვარი – 710 226 ადამიანი;
თებერვალი – 709 458 ადამიანი;
მარტი – 667 793 ადამიანი;
აპრილი – 645 920 ადამიანი;
მაისი – 605 033 ადამიანი;
ივნისი – 584 137 ადამიანი;
ივლისი – 576 902 ადამიანი;
აგვისტო – 570 356 ადამიანი;
სექტემბერი – 547 115 ადამიანი;
შეგახსენებთ, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ადამიანების ე.წ. გაბერილ რაოდენობასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ პირველი განცხადება 2025 წლის 26 ნოემბერს გააკეთა.

„ამჟამად სოციალურ დახმარებას იმაზე მეტი ადამიანი იღებს საქართველოში, ვიდრე ღარიბია და ამიტომ, ეს მაჩვენებელი გადასახედია.“- თქვა მაშინ ირაკლი კობახიძემ.

სიახლეები

ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

„გირჩი — მეტი თავისუფლება“-ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ...

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა ...

პარტიების აკრძალვის დავალება დაიწერა კრემლში – ანა წითლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ანა წითლიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას...

მანანა კობახიძეს ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ქალბატონ მანანა კობახიძეს, პირადი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით...