მთავარისიახლეებისაზოგადოებაემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია - დავითაძის დედა

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

Published on

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე გადაყვანას მოითხოვს. მისი განცხადებით, რუსთავის მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი დავითაძეს სერიოზული საფრთხე ემუქრება.

როგორც ირმა დავითაძე სოციალურ ქსელში წერს, ეს ინფორმაცია მას რუსთავის ციხეში პატიმართან შესულმა ადვოკატმა, მარიკა არევაძემ გამოიტანა. ადვოკატის ცნობით, ბადრაგები პატიტრის მიმართ ყოველ 10-15 წუთის ინტერვალში სისტემატურ პროვოკაციებს ახორციელებენ, აგინებენ ცოლ-შვილს და „გაქრობით“ ემუქრებიან.ასწრაფოდ მიიღედ ზომები ..თუ არ გინდათ გადაგწვათ ..არა კაცებო ..გიორგისგან ეხლა ხანს გამოვიდა მარიკა არევაძე ..მან გამოიტანა ეს იმფორმაცია …ბადრაგები ყოველ 10/15 წუთის ინტერვალით უღებენ ეგრედ წოდებულ კარმუშკას და აგინებენ .ცოლ შვილზე ))ემუქრებიან ბავშვებით ..რომ გააქრობენ ..რის საპასუხოთ გიორგიც აგინებს .. ..უწყობენ პროვოკაციას ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურს …მოვითხოვ სასწრაფოდ გადაყვანილი იქნას ლაითურის ციხეზე ვინაიდან გიორგის საფრთხე ემუქრება მადლობა,, გადახდილი ჯალათი ბადრაგებისგან”, – წერს ირმა დავითაძე.
მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმე
2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ 36 წლის გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით 10-მა ბადრაგმა სექსუალურად იძალადა.
უწყებამ იმავე დღეს გაავრცელა უხმო ვიდეო, რომელიც, მისი განცხადებით, 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში მომხდარ შემთხვევას ასახავს. უწყება გაუპატიურებას კატეგორიულად უარყოფს.
უკმაყოფილებისა და განსჯის თემაა სახალხო დამცველის განცხადებაც, სადაც ის ამბობს, რომ გავრცელებულ მასალაში ძალადობისა და თითით გაუპატიურების მტკიცებულება ვერ დაინახა. TV პირველის შეკითხვაზე, არის თუ არა სხეულში „თითით შეღწევა“ დათვალიერების პროცედურის ნაწილი,ომბუდსმენმა გვითხრა, რომ ეს „დებულებაში უნდა ვნახოთ“.
სამოქალაქო ორგანიზაციებმა საქმის სრულყოფილი გამოძიება მოითხოვეს.
მსჯავრდებულის ოჯახის წევრები ხმოვანი ვიდეოს გავრცელებას ითხოვს და აქციებს მართავს.
რა დაადგინა შაბათის ეთერმა?
TV პირველის „შაბათის ეთერის“ ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ რუსთავის №6 მკაცრი რეჟიმის ციხის ზედამხედველი, რომელსაც პატიმარი გიორგი დავითაძე გაუპატიურებაში ადანაშაულებს („ბადრაგი თეთრი ხელთათმანებით“), სინამდვილეში 22 წლის გიორგი ვარაბიოვია და არა გიორგი კვარაცხელია, რა სახელითაც ის პატიმრებს ეცნობოდა.
ვარაბიოვის ბებიამ, მზია ყრუაშვილმა, „შაბათის ეთერთან“ დაადასტურა შვილიშვილის ვინაობა და აღნიშნა, რომ პენიტენციურ სისტემაში მათი ოჯახის სხვა წევრებიც მუშაობენ – ვარაბიოვის დედა, ეკატერინე ყრუაშვილი (ქალთა ციხეში) და დეიდა, შორენა ყრუაშვილი.

სიახლეები

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...

უცხო ქვეყნის 112 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...