მთავარისიახლეებიპროკურატურა ელისაშვილის წინააღმდეგ ტერორიზმის საქმის აგებას მხოლოდ შსს-ს კინოლოგიური სამსახურის ძაღლის მეშვეობით...

პროკურატურა ელისაშვილის წინააღმდეგ ტერორიზმის საქმის აგებას მხოლოდ შსს-ს კინოლოგიური სამსახურის ძაღლის მეშვეობით ცდილობს – TI

Published on

“პროკურატურა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ტერორიზმის საქმის აგებას მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს კინოლოგიური სამსახურის ძაღლის მეშვეობით ცდილობს.

გამოძიების დაწყებიდან 8 თვის შემდეგ განახლებულ საქმეში ბრალდების მხარეს არ გააჩნია არცერთი თვითმხილველი მოწმის ჩვენება. საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულებები პირის იდენტიფიცირებისთვის სრულიად უვარგისია ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა კი 6 თვის გასვლის შემდეგაც არ არსებობს.

ერთადერთი საყრდენი რის საფუძველზეც სახელმწიფო ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ტერორისტულ მიზნებს სდებს ბრალად არის ოდოროლოგიური ექსპერტიზა. ოთხგვერდიანი გაუმჭვირვალე დასკვნის მიხედვით ძაღლმა დანაშაულის ადგილიდან ამოღებული სუნი თითქოს 8 თვის შემდეგ ამოიცნო.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურიდიული შეფასებით ეს ბრალდება მოკლებულია ყოველგვარ დამაჯერებელ საფუძველს და გამოირჩევა მტკიცებულებითი ბაზის თვალშისაცემი სიმწირით. ორგანიზაციის დასკვნით სახეზეა აშკარად უსამართლო მართლმსაჯულება და ევროსაბჭოს კრიტერიუმების მიხედვით ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური პატიმარია”  წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო გავრცელებულ განცხადებაში

სიახლეები

უცხო ქვეყნის 112 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...

ხარკოვზე რუსეთის იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

ხარკოვზე რუსეთის იერიშის შედეგად ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევებში სამი ცხედარი აღმოაჩინეს....

მანანა კობახიძემ პარტიების აკრძალვის სარჩელზე განრიდება ითხოვა

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მანანა კობახიძემ თვითგანრიდება ითხოვა. 9 ოქტომბრის შუამდგომლობის...

საქართველოში პოლიტიკური უკუსვლა მნიშვნელოვნად გაღრმავდა- იოზვიაკი

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია უცვლელი დარჩა - საქართველოში პოლიტიკური უკუსვლა მნიშვნელოვნად გაღრმავდა“ -...