ხარკოვზე რუსეთის იერიშის შედეგად ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევებში სამი ცხედარი აღმოაჩინეს. სამაშველო სამუშაოების დროს დაშავდა ერთ-ერთი მაშველი.
რუსეთის იერიშებს ნგრევა და ხანძარი მოჰყვა ხარკოვის სხვა რაიონებშიც.
ადგილობრივი ადმინისტრაციის ინფორმაციით, 12 ოქტომბერს რუსეთის მიერ ხარკოვზე მიტანილი დარტყმების შედეგად ქალაქში 37 ადამიანი დაშავდა.
ხოლოდნოჰირსკის რაიონში, სადაც რუსეთის დარტყმის შედეგად ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.