„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია უცვლელი დარჩა – საქართველოში პოლიტიკური უკუსვლა მნიშვნელოვნად გაღრმავდა“ – წერს სოციალურ ქსელში რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი. მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე საქართველოს საკითხზე მოკლე დისკუსია დღეს ლუქსემბურგში გამართეს
„არსებითად, მათი პოზიცია უცვლელი დარჩა – ქვეყანაში პოლიტიკური უკუსვლა მნიშვნელოვნად გაღრმავდა, თუმცა არსებობს გარკვეული ინტერესი, პოლიტიკურ დონეზე დაბლა, ისეთ საკითხებზე თანამშრომლობის გასაგრძელებლად, როგორიცაა დაკავშირებადობა. მინისტრებს შორის უფრო ფართო დისკუსია იანვარშია მოსალოდნელი“ – წერს იოზვიაკი