ძამას ხეობაში, გზის სავალი ნაწილიდან ექსკურსიის ავტომობილი გადავარდა, დაშავდა 6 ადამიანი, მათგან 4 – არასრულწლოვანია.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.
ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ, ქართლის ამბებმა გაავრცელა.
მედიის ცნობით, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, მდგომარეობა – დამაკმაყოფილებელია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყეს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.