შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშეკალაპარკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირების შედეგად, ბასრი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა ერთ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა“ – წერია შსს-ს განცხადებაში
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს