მთავარისიახლეებითამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს

Published on

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს | ამის შესახებ მან ციხიდან გავრცელებულ წერილში დაწერა:
“ბატონო გამომძიებელო. ბატონო პროკურორო.
თქვენ მედავებით სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველ ნაწილს, მუქარას. ჩემი 31 აგვისტოს ფეისბუქ ლაივი ვინც ნახა ეს ბრალდება სადავო არც არის. იმ ლაივში პირდაპირ დავემუქრე TV-იმედის იმ შვიდ თანამშრომელს, ვინც 30 აგვისტოს, რესტორან ,,სხვაში’’ მე ფიზიკურად შემეხნენ და შემდეგ ჩემს მეუღლეს მიაყენეს შეურაწყოფა, რომ რადგან ჩადენილი უმსგავსო საქციელის გამო ბოდიში არ მომიხადეს, სადაც დავიჭერდი, იქვე დავაყენებდი მუხლებზე…
დიახ, საჯაროდ, ჩემი ფეისბუქ გვერდიდან დავემუქრე TV-იმედის შვიდივე თანამშრომელს, რადგან მათ ხელი აიღეს ქართველი კაცის დაუწერელ კანონზე და მეუღლესთან მყოფს მომაყენეს, როგორც ფიზიკური ასევე სიტყვიერი შეურაწყოფა და ამის გამო მათ ბოდიში აქვთ ჩემთან მოსახდელი.
მე არ დავიწყებ ჩემ თავზე საუბარს, ვინ ვარ და რა გამიკეთებია ჩემი ქვეყნისთვის. მხოლოდ ერთს გეტყვით, იმდენი დამსახურება მაინც მაქვს, რომ გამიფორმოთ საპროცესო შეთანხმება” დაწერა ელიზბარაშვილმა.

სიახლეები

თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე...

სუს-ი- დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად,...

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ევროპარლამენტის დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით - „მმართველი პარტიის,...

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...