1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა. ხასია 2025 წლის 29 სექტემბერს დააკავეს. მას პროკურატურა ედავებოდა, რომ 2025 წლის პირველ სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირზე ვასილ ქერდიყოშვილთან ერთად ჯგუფურად იძალადა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენა რამაზ ჩადუნელს. გელა ხასაიასთვის წარდგენილი ბრალი 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. მოგვიანებით ხასაიასა და მასთან ერთად დაკავებულ ქერდიყოშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ და საპატიმრო 1 წლის შემდეგ დატოვეს
1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია
Published on