მთავარისიახლეებისაზოგადოებავატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება "ვარაუდების საფუძველზე" მისცა

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

Published on

ე.წ. ჩორჩანას საქმე – გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს ჩვენება მისი “ვარაუდების საფუძველზე” მისცა.

ისევე როგორც მისი დაცვის ხმარემ, ვერ წარმოადგინა ვერცერთი თუნდაც კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომელიც გააქარწყლებდა იმ ვარაუდს, რომელსაც მე გამოვთქვავ საგამოძიებო უწყებების და სასამართლოს წინაშე. ხო ვარაუდია, აბა რა არის”. – განაცხადა შაქარიშვილმა. 

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის ადვოკატი, ბერდია სიჭინავა ამბობს, რომ შაქარიშვილმა სხდომაზე “დიფ-სთეითის” დაკვეთაზე და გამოგონილ ამბებზე ილაპარაკა.

არანაირი ინფორმაციის მატარებელი ვახტანგ შაქარაშვილი ვერ იქნებოდა ჩორჩანს საქმეზე, ძალიან მარტივი მიზეზის გამო – არ ეჭირა მას ის სახელმწიფო თანამდებობა, რომელიც რაიმე სახის ინფორმაციასთან წვდომას მისცემდა. მისი მტელი მონათხრობი არის შეკვეთილი და ცრუ დანოსზე დაფუძნებული. მე, როგორც ყოფილ პროკურორს, შემრცხვა, რომ  ეს ადამიანი პროკურატურის მოწმედ იყო გამოძახებული და საუბრობდა რღაც დიფ-სტეიტზე და ამერიკის დაკვეთით ჩატარებულ ღონისძიებაზე.  ეს ადამიანი ჩემს კაბინეტთან იყო ატუზული და გიორგი გახარიასთან პერსონალური თხოვნებით დარბოდა”. – განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 

  • საქმეზე ბრალდებულია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. პროკურატურის ვერსიით, მან სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს განთავსების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. გახარიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტითა და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...

ტრამპი Patriot-ის სისტემის რაკეტების წარმოებას მხარს უჭერს

უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა...